კრწანისის რაიონში წყალარინების ქსელებსა და წყალსაწრეტ მილებს აწესრიგებენ

752

კრწანისის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვერცხლის ქუჩა N24-ში, აბოვიანის N11-სა და რუსთავის გზატკეცილის კორპუსი 12ვ/გ-ს მიმდებარედ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დასრულა.

გამგეობის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სამუშაოები რუსთავის გზტკეცილის N271-ში, მე-9 კორპუსის მიმდებარედ და დამატებით კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.

ასევე, უკვე დასრულდა წყალსაწრეტი მილების გამოცვლა/რეაბილიტაცია გრიშაშვილის N30-ში, ერეკლე მეორეს შესახვევი N3-ში და მოსე ხონელის N4-ში, ხოლო გორგასლის N91-ში სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

“პროექტი კრწანისის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ამხანაგობის განაცხადის საფუძველზე ხორციელდება. გასულ წელს აღნიშნული პროგრამის მიხედვით, 77 პროექტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს კი სამუშაოები სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი”, – აცხადებენ გამგეობაში.