ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ

738

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

“ბიბლიოთეკარებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა. რეფორმა გარდაუვალია და სულ ცოტა ხანში დასრულდება. 320-ვე ბიბლიოთეკარი გამოცდებისა და ტესტირების გარეშე შეუერთდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და წიგნების საცავების რემონტი, რომელსაც პირველ რიგში მივხედავთ”, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, რეფორმის შემდეგ ფუნქციონირებას 33-ვე ბიბლიოთეკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.