წინა სტატია ადიგენის სოფელ არალში ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივებს შეხვდებიან და კომპენსაციის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. იმის გამო, რომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები უკვე მეხუთე თვეა კომპენსაციაზე  ვერ თანხმდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მდინარე ოცხეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, რომლისთვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის იანვრიდან შეჩერებულია. შეგახსენებთ, რომ ადიგენი-უდე-არლის ხიდის...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიკაციის წინა...
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ მიზნით მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ადამიანი ჩაიყვანეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ასევე, ჩიქოვანმა ბრიფინგზე  გუშინ, 12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარადგინა. კერძოდ, მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია "მიუვარდა" ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა...
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, თანამდებობის პირები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სძალავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ტარდება ოპერაცია სვავი, მოსახლეობიდან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა, იმისათვის, რომ ეს ადამიანები არჩევნებზე ვერ მივიდნენ, რაშიც ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად ჭაბუკა რაფავა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანაშმრომელია,...
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდინარე რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მდინარე რიონის ადიდებისას, არსებობდა საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე. "პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. კერძოდ, გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, უწერა (ჟამიერეთის უბანში) არსებული დაზიანებული გაბიონის მიმდებარედ მოწყობა ახალი ქვანაყარი ბერმა და...
წინა სტატია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელბთან შეხვედრას და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც მიოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათ ემალებიან და თვეებია პასუხს არ სცემენ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა შენობაში არ იმყოფება....
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. "სამგორის გამგეობა საგზაო სამუშაოებს პარალელურად, რამდენიმე მისამართზე აწარმოებს. წერეთლის ქუჩაზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც ორ თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გასულ წელს ამ ქუჩაზე...
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი 23 მისამართზე მიმდინარეობს. აქედან სამ მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N12-ში ხორციელდება, სადაც 235 გრძივ მეტრზე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით იცვლება. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა. "აქტიურად ვაგრძელებთ ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას. კორპუსების შიდა ქსელის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. კონკრეტულად ამ მისამართზე 72 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის...
გლდანის რაიონის გამგეობამ სოფელ გლდანში 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.  პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1 356 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. "გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რაიონში წყალარინების ქსელების არარსებობა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. აღნიშნული პრობლემა უკვე არაერთ მისამართზე მოგვარდა. 26 მაისის ქუჩაზე მოსახლეობას შევხვდით და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. გარდა...
წინა სტატია ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაიხარჯა. როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები და გარეგანათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, საერთო ჯამში, 13 000...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17 და N24 კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იწყება. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 496 842 ლარია გათვალისწინებული. "ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი, მოეწყობა ტენისის მაგიდები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა",...
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. როგორც ვაკის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ამავე მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნული კორპუსის შიდა ეზოში და III მიკრორაიონის დასაწყისში არსებულ საერთო სარგებლობის კიბეზე წვიმის დროს წყალი გროვდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, ამავე კვარტალში მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი...
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, ლიფტების განახლება და სადარბაზოების რეაბილიტაცია. გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სადარბაზოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა- ფშაველას IV კვარტლის მე-11 კორპუსში და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მე-6 კორპუსში ხორციელდება. ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის მე-5 კორპუსში კი ლიფტის განახლება უკვე დასრულდა. "ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან...
ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებულ ხელოვნურ საფარს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, რეაბილიტირდება დაზიანებული მავთულ-ბადეები, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვლება. მათივე ცნობით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: ლებარდესა და სალხინოს ქუჩების კვეთა (იას ბაღი);  მარუაშვილის N50; უზნაძის N4; რომის N4; მნათობის N80; მეუნარგიას N58; ნორიოს აღმართი...
წინა სტატია ქუთაისში ოლიმპიური აუზის პროექტირების საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. საკონსულტაციო მომსახურება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს. მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მთავრობამ თანხა 30 აპრილის განკარგულებით გამოყო. დოკუმენტის მიხედვით, აუზის პროექტირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. საცურაო აუზის სიგრძე კი 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. ამასთან, აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის...
როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი მაისში ხელახლა გამოცხადდება. მისი თქმით, პირობები უფრო დახვეწილია. ინფორმაციას  BM.GE ავრცელებს. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისში იმ კომპანიის სახელწოდება გახდება ცნობილი, ვინც ღამის ეკონომიკის სტრატეგიას შეიმუშავებს, ხოლო შემოდგომაზე კვლევის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. "ჩვენ კონსულტანტმა მომავალი რამდენიმე თვის სამოქმედო გეგმა უნდა დაგვიწეროს, ღამის ეკონომიკა როგორ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ