გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარებაზე, -განაცხადა ბრიფინგზე შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მისი თქმით, სწორედ ეს მუნიციპალიტეტია დღეს არჩევნების ეპიცენტრი, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის იმედად კი ვერ იქნებიან, რადგან ის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე პრაქტიკულად დისკრედიტირებულია. "ამიტომ, ქალბატონი თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში, დაჯდეს...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ოპონენტები ყველაფრის ფასად ცდილობენ, რომ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ. "არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მათი ქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა. სრულიად აბსურდული მიზეზებით, ისინი თავს ესხმოდნენ, აქციებს უწყობდნენ საოლქო კომისიას და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლისა და...
სტატიის გაგრძელება გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ გასროლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებმ უნდა აიღოს. ხატი დეკანოიძის თქმით, მათი დამკვირვებელი ზოია ქვარცხავა ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, როცა უცნობმა პირმა მას ჯერ იარაღი დაუმიზნა, შემდეგ კი ჰაერში გაისროლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამ წუთებში დამკვირვებელი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ოპოზიციონერის განმარტებით, მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია მანქანის ფერის შესახებ და ფოტომასალა, რაც ტელეფონში ჰქონდა და სამართალდამცველ...
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ზუგდიდში არჩევნები უკვე გაყალბებულია და მმართველ პარტიას თავისი ციფრებიც "დადებული" აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თენგიზ ჯგუშია ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნამდვილად შეინარჩუნა წლების განმავლობაში მხარდამჭერები და ეს ელექტორატი მას მართლა ჰყავს, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან". მერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას სინამდვილეში მხარს მხოლოდ მოსახლეობის ერთი პროცენტი თუ უჭერს. შესაბამისად, თენგიზ ჯგუშიას თქმით, ისინი სწორედ მის მხარდამჭერ...
წინა სტატია ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ლევან თორია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ სიმპატიებს უკავშირებს და პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებს. "ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არის პოლიტიზირებული და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არის მცდელობა,რომ დააშინოს ადამიანები და წინასაარჩევნოდ...
წინა სტატია 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანამ მიქელაძემ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში გამართულ ბრიფინგი განაცხადა. ცესკო-ს ინფორმაციით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დღეს დასრულდება. ხვალ, 08:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. ამასთან, არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ეს არის ზეწოლის მცდელობა ტელევიზიაზე და ჟურნალისტებზე. ეს არის ზეწოლის მცდელობა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებზე, - ასე აფასებს მისთვის ძალადობის მუხლით ბრალის წაყენებას ტელეკომპანია "ოდიშის“ წამყვანი ლევან თორია. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. ამბობს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ეს არის ზოგდადად ადამიანების დაშინების მცდელობა. ეს მარტო მე არ მეხება, ეს ეხება მთლიანად...
ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აბსოლუტური უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, არც სანდრა რულოვსი და არც თავად არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და თუ არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ, მისივე თქმით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს. "ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აქვს აბსოლუტური უპირატესობა და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული. ისევე, როგორც მე ვიცნობ...
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა ავტოკოლონებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქცია-მსვლელობას მართავს. როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ბესო შენგელიამ განუცხადა, ახალგაზრდები ავტოკოლონებით ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებს შემოივლიან, შემდეგ კი ანაკლია-ჯიხაშკარის მიმართულებით გადაინაცვლებენ. მისივე განმარტებით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა, რა დროსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. "დარწმუნებული ვარ, რომ 19 მაისს ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გარჯვება", - განაცხადა შენგელიამ. ამასთან, როგორც...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ადვოკატ მირანდა გოგოხიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის “TV ოდიშის” წამყვანი ლევან თორია თავს დამნაშავედ არ სცნობს. გოგოხიას თქმით, საგამოძიებო უწყებაში დღეს, 11:00 საათზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაიბარეს, როგორც დაზარალებული და მტკიცებულებები გააცნეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ამასთან, მირანდა გოგოხიამ იმაზეც ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტი. მისი თქმით, როდესაც...
საზოგადოებას ცვლილებები უნდა, ხოლო ცვლილებების გზა არჩევნებია, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც მარნეულის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატ აჰმედ იმამკულიევთან ერთად შეხვდა. "ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მარნეულის მოსახლეობა სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და შიდა გზების პრობლემებზე საუბრობს. შეხვედრაზე აჰმედ იმამკულიევმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამც გააცნო. "მოსახლეობის განწყობა არის სრულიად ნათელი, ადამიანებს უნდათ ცვლილებები, აღარავის უნდა გაჩერებული, უკან წასული ქვეყანა, გაძვირებული...
სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, სათაფლიას აღკვეთილში სათამაშო მოედანი მოეწყო და მღვიმეში განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ამასთან, ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა. სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი...
რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტი, საინჟინრო თვალსაზრისით, ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების...
შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის არჩევნებთა დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. პოლიციის...
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით თორდიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ თორდიამ ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი სიტყვებით, მას, როგორც კანდიდატს არ მიეცა ცენტრალური ტელევიზიებით სიტყვით გამოსვლის უფლება. ელოდა, რომ მერობის ყველა კანდიდატის ჩართულობით იქნებოდა დებატები და შეძლებდა საზოგადოებისთვის მიეწვდინა ხმა, რაც ვერ მოხერხდა. ამასთან ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანდიდატურას არავის სასარგებლოდ არ იხსნის. "მე არავის სასარგებლოდ არ ვიხსნი კანდიდატურას. დიახ...
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, ახალი ზოლის აშენების შემდეგ ქუთაისი-სამტრედიის გზის ორივე მიმართულება ცალმხრივი გახდება. "სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ პროექტი დადგენილ ვადებში და შეიძლება, უფრო ადრეც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ