გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ზუგდიდში ცალკეულ უბნებზე ტელეკომპანია “იმედის“ ბეიჯით იმყოფებიან კონკრეტული პირები, რომლებიც ამომრჩევლების ვიდეოგადაღებას ახორციელებენ. როგორც ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონდარღვევაა და რამდენიმე პირი უკვე გაძევებულია საარჩევნო უბნიდან. "ჩვენ პატივს ვცემთ ჟურნალისტურ საქმიანობას, მაგრამ გარკვეული პირები „იმედის“ ბეიჯებით იმყოფებიან უბნის ხმის მიცემის ოთახში და ახდენენ ვიდეოგადაღებას ყველა იმ ადამიანის, ვინც უბანზე შემოდის. პრობლემა გახლავთ ის, რომ...
ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან. კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. "მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში...
ზუგდიდში მეცხრე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებელი მედიაორგანიზაციიდან "სისგროუპ" გიორგი რურუა ამბობს, რომ გარეთ აწარმოებდა გადაღებას, როცა დააფიქსირა, თუ როგორ აძლევდა "ოცნების" წარმომადგენელი ფულს ამომრჩევლებს. მისივე თქმით, აქვს შესაბამისი კადრები, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე გაასაჯაროვებენ. აღნიშნული ტერიტორიიდან მოქალაქე პოლიციამ წაიყვანა. ამბობს, რომ ვიღაც პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა და ფეხი დაარტყა. თავის მხრივ, უბნის თავმჯდომარე ირინა კარტოზია ამბობს, რომ გარეთ რა მოხდა...
ზუგდიდის არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც რულოვსმა აღნიშა, მან ხმა ნათელ, ევროპულ მომავალს მისცა. "ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა. სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში....
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღის განმავლობაში მიაწვდის ინფორმაციას. "ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უკვე განხორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით საპოლიციო ძალების...
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანში ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. "ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა...
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატმა განაცხადა. ვახტანგ ბერიძემ საკუთარი არჩევანი სოფელ ღორჯომში გააკეთა. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ხულო ძლიერი მუნიციპალიტეტი იქნება. "ყველაზე უკეთ ვიცი, რა პრობლემებია ხულოში, რა არის გასაკეთებელი და საჭირო, რა უნდა გაკეთდეს რომ ხულო იყოს წარმატებული, თვითმმართველობა იყოს ძლიერი და ის საქმე კეთდებოდეს, რაც არის ხალხის მოთხოვნა....
მარნეულში, სადახლოს 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებს სააგენტო "ნიუს სფეისის" დამკვირვებელმა, ტახირ ალიევმა განუცხადა, მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "სხვა უბნის წარმომადგენელი მოიყვანეს, რომ აქ ხმა მიეცა. ამის წინააღმდეგ წავედი, ამის მერე სახეში დამარტყეს. პოლიციაში დავრეკე", - განაცხადა ალიევმა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს "საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს" წარმომადგებელი მაზახირ გოიიუსუბოვი. მისი თქმით, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. "ვანდამია...
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია , რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 544 ამომრჩევლით არსი გაზრდილი ( 99 173 ამომრჩეველი). ინფორმაციას რადიო მარნელი ავრცელებს. მარნეულის 22-ე ოლქი 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის, 15 მარნეულში მდებარეობს, 84 კი სოფელშია განაწილებული. ყველა უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს,
წინა სტატია  მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის...
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთ-ერთმა მხარემ პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა სცადა. "დღეს, ზუგდიდში მათი მხარდაჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება. შესაბამისად, დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია....
ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბესო კილავას განცხადებით, დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთ დამკვირვებელს ხელში სია ეჭირა. კილავას განცხადებით, მან არ იცის რა სია იყო. "ადამიანების ჩამონათვალი იყო მხოლოდ, რაზეც ორი ქალი წაკინკლავდა. მე გავაფრთხილე, თუ თქვენ ასე გააგრძელეთ, გაგაძევებთ-მეთქი და ეს იყო. თუ განმეორდა,...
ზუგდიდის N82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, კომისიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ გადასატან ყუთში რეგისტრაციის კონვერტს ბეჭედი არ ჰქონდა. თუმცა კენჭისყრის პროცედურა გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან საოლქო კომისიის წარმომადგენლები. მათ თქვეს, რომ ეს არანაირი დარღვევა არ იყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერა დამკვირვებელმა ქეთევან ჯანჯალიამ. მისი თქმით, საკონტროლო ფურცელს არ ერთვოდა თან ბეჭედი, რაც სხვებმაც დაადასტურეს. "წავიდა თავმჯდომარე...
ხვალ მარნეულში ველით დაძაბულობას, - ამის შესახებ საერთო სამოქალაქო მოძრაობის „მრავალეროვანი საქართველო" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანმა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში მიმდინარე პროცესებს შეეხო. სტეპანიანისთვის გაუგებარია, რატომ არის მარნეულში რამდენიმე ათასი დამკვირვებელი რეგისტრირებული. „დღეს შეხვედრაზე თავისთავად ყველა საარჩევნო ოლქზე იყო საუბარი, თუმცა, განსაკუთრებით განვიხილეთ პროცესები, რომელიც ზუგდიდსა და მარნეულში...
ირაკლი მელაშვილი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, მუდმივად იდგა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრობლემა. უკვე მრავალი წელია, ყველა ხელისუფლების პირობებში ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს  თანაბარი, კონკურენტული გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. სინამდვილეში კი პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, ან მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით ეს მიზანი ვერ მიიღწევა და ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქარის წისქვილებთან...
წინა სტატია ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. ქვარცხავა პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. „მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ