ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან. კახა კალაძის თქმით, ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
“მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.