"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ზესტაფონში მეორე ტური გაიმართება. მისივე განცხადებით, უბნების ნაწილის მონაცემები უკვე ცნობილია. "რეალურად, ზესტაფონში ხდებოდა ის, რაც სხვა ოლქებში. მიუხედავად ჩამოსული თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, შემიძლია გითხრათ, ზესტაფონში შედგება მეორე ტური. ვიღებთ ოქმებს უბნებიდან, რიგ უბნებში იმარჯვებს ბაქარ ხიჯაკაძე, რიგ უბნებში მმართველი გუნდის კანდიდატი, რაც ცხადყოფს, იმას, რომ გარდაუვალია მეორე ტური", - განაცხადა ნიკა მელიამ.
არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველი ტურში დავდებთ შედეგს, - ამის შესახებ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები მისდის“. "არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია,...
წინა სტატია მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან, რადგან სამაგიდო სიებსა და ბიულეტენებს შორის ბალანსი არ დაემთხვა ერთმანეთს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის თქმით, არჩევნებში დიდი პროცენტით გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში - 6, ხულოში - 16, ზუგდიდში - 44, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კი - 1 საჩივარი. საჩივრები დაწერეს როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა...
წინა სტატია ზუგდიდის მეხუთე საარჩევნო უბანზე ყუთი გაიხსნა და ხმების დათვლა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მეცუთე საარჩენო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის სხვაობა აღმოჩნდა. რის გამოც დათვლის პროცესი დაგვიანდა. კერძოდ, რეგისტრატორს დაავიწყდა ხელმოწერა, რის გამოც მას ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მერის რიგგარეშე არჩევნებს პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, მარნეულში, ჭიათურასა და ხულოში. როგორც კობახიძე ამბობს, ამის თქმის შესაძლებლობას შესული შედეგების განზოგადების საფუძველზე აქვს. რაც შეეხება ზესტაფონს, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათ ჯერ არ აქვთ იმდენი მონაცემი, რომ არჩევნების შედეგების განზოგადება შეძლონ, ამიტომაც ვერ ამბობს, გაიმართება თუ არა აქ მეორე ტური. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის ოლქში,...
წინა სტატია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობდა, ამომრჩეველთა აქტივობა იყო: მარნეულში - 35,82%, ზესტაფონში - 57.03%, ჭიათურაში - 43.26%, ზუგდიდში - 46.88%, ხულოში - 58.21%. რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდებოდა, ასეთია: საგარეჯო - 74,56%, ახმეტა - 50,57%, ადიგენი...
ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. "დიდი მადლობა მარნეულელებს, მარნეულელების დიდი მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება. ძალიან დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ, ზოგიერთ უბნებში ასი პროცენტით გავიმარჯვეთ", - განაცხადა დარგალმა. 20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის მონაცემების საინფორმაციო ფურცლები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ უბნებში დღეს კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა. ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს, თუმცა, ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. იხილეთ ტყიბულის საინფორმაციო ფურცლები. იხილეთ წყალტუბოს საინფორმაციო ფურცლები.    
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის სხვაობა აღმოჩნდა, რის გამოც ხმების დათვლა ამ დრომდე ვერ დაიწყეს, უბანზე 425-მა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი, ბიულეტენების რაოდენობა კი – 424-ია. ზუგდიდის მეხუთე საარჩევო უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენლებს ელოდებიან. 20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა...
ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. "20:00 საათისთვის, საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნაწილის ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა ზუგდიდის ოლქში ამომრჩევლების ნების კონტროლში და ყველა სხვა ოლქის მასშტაბით ასევე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების...
მეორე ტურში კი ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ, - ამის შესახებ მთაწმინდაზე "გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების წარდგენისას განაცხადა. როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის ჩატარებული და ცდომილებაც არ იციან რამდენია. ამიტომ, სხვა პარტიებს მოუწოდებს, გირჩს ნუ დაადანაშაულებენ ვინმეს მიმართ ტენდენციურობაში. საბოს განცხადებით, თავად 15,86%-მდე მოაგროვა, მეორე ტურში კი ლადო კახაძე...
სამი ოლქია სადაც, სავარაუდოდ, 50%-თან ახლოს ვართ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა"ტელეკომპანია პირველის" ეთერში განაცხადა. პარტიის პირველადი მონაცემებით, მათი კანდიდატები  თითქმის ყველა ოლქში ხმათა 50%-ზე მეტს აგროვებენ, თუმცა არის ორი ოლქი, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატები 50%-თან ახლოს არიან. ერთ-ერთ ოლქად, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება სუბარი მთაწმინდას ვარაუდობს. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მეორე ტურის ალბათობა იყო ზესტაფონსა და...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბოკუჩავამ მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან დარეკვას მოითხოვდა. როგორც უბანზე განაცხადეს, ბოკუჩავას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდა, რის გამოც ის ხმის დათვლის პროცესს ვერ დაესწრებოდა. ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის წევრის საშვი აძლევს უფლებას, რომ უბანზე იყოს. 20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8...
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ყველა ოლქში, სადაც ოპონენტები კონცენტრირებულები არ იყვნენ, ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ხოლო იქ, სადაც კონცენტრირებულები იყვნენ, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც დამკვირვებლების საფარქვეშ არიან შენიღბულები, პროცესის ჩაშლას შეეცდებიან, ამიტომ მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რათა არც...
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა, იწყებენ თითოეული ბიულეტენის დაცვას. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციამ 1500 ბიულეტენი გაუბათილა, რის გამოც არჩევნები ვერ მოიგეს, ამიტომ ეს აღარ უნდა გამეორდეს. ვაშაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მათი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტურის შანსი აქვთ. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ