“გირჩის” ინფორმაციით, მეორე ტურში, სავარაუდოდ, ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ

898

მეორე ტურში კი ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ, – ამის შესახებ მთაწმინდაზე “გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების წარდგენისას განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის ჩატარებული და ცდომილებაც არ იციან რამდენია. ამიტომ, სხვა პარტიებს მოუწოდებს, გირჩს ნუ დაადანაშაულებენ ვინმეს მიმართ ტენდენციურობაში.

საბოს განცხადებით, თავად 15,86%-მდე მოაგროვა, მეორე ტურში კი ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე გადავიდნენ, თუმცა პროცენტული მონაცემს არ ასაჯაროებს. რაც შეეხება გამოკითხულებს, “გირჩში” თქვეს, რომ, დაახლოებით, 1 700 მდე ადამიანი გამოკითხეს.