საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატები მერის რიგგარეშე არჩევნებს პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, მარნეულში, ჭიათურასა და ხულოში. როგორც კობახიძე ამბობს, ამის თქმის შესაძლებლობას შესული შედეგების განზოგადების საფუძველზე აქვს.
რაც შეეხება ზესტაფონს, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათ ჯერ არ აქვთ იმდენი მონაცემი, რომ არჩევნების შედეგების განზოგადება შეძლონ, ამიტომაც ვერ ამბობს, გაიმართება თუ არა აქ მეორე ტური.
რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის ოლქში, კობახიძე ამბობს, რომ აქ დიდი უპირატესობა ქართულ ოცნებას აქვს, თუმცა, შედეგებიდან გამომდინარე, მთაწმინდაზე მეორე ტურის დიდი ალბათობაა. სავარაუდოდ, მეორე ტური “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.