ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ხუთივე მუნიციპალიტეტში ხმები ყველა უბანზე უკვე დათვლილია.
ცესკო-ს მონაცემებით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.18%-ით (30 470 ხმა) გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმების 42.84% (24 095 ხმა) მიიღო.
ასევე, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზაურ...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.
სადამკვირვებლო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" სამ ოლქში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით, ზუგდიდსა და მარნეულში მერობის სახელისუფლო კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
მარნეულის N22 საარჩევნო ოლქში შედეგები ასეთია:
N41 ზაურ დარგალი - ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო - 78.6%
N5 აგილ მუსტაფაევი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11.5%
N2 აკმამედ იმამკულიევი - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის - 7.5%
N42 ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი - 1.2%
რაც შეეხება ზუგდიდის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები პრესკონფერენციაზე წარადგინა.
წინასწარი შედეგებით, ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ხოლო მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება.
მარნეულში, სადაც 90 უბნიდან 81 დათვლილია, "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა - 7.73%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა აგირ მუსტაფაევმა - 11.6%, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ზაურ დარგალმა ხმათა 79.8% მიიღო.
ზესტაფონში, სადაც 53...
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა.
წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 70,9 პროცენტი აიღო, კერძოდ 9 909 ხმა.
მეორე ადგილზე კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე გავიდა. მას 3 318 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 23.7 %-ია.
კენჭისყრაში სულ 14 163 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან 187 ხმა ბათილია.
საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი...
"ივანიშვილი არჩევნებით არ წავა", - ეს განცხადება სანდრა რულოვსმა მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან გამოსვლისას განაცხადა, თუმცა, არ დააზუსტა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რევოლუციას დაიწყებს. მისი თქმით, ტერმინოლოგია მოგვიანებით დაზუსტდება.
"ფოერვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუსის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ზუგდიდში. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ იმას, რომ ხალხი დამარცხდა, გააგრძელებენ...
"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, არსებული მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა.
"ჩვენი კომისიის წევრებისგან რაც არის შემოსული, ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები. ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის.
თითოეული შეხვედრიდან მოდიოდა მუხტი, რომ 19 მაისს დადგებოდა ეს შედეგი. ხვალიდანვე დაიწყება ყველა ის პროექტი, რომელზეც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ვსაუბრობდი. ხვალიდანვე თითოეული თქვენგანი ნახავს რა კეთდება ზესტაფონის...
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)” თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
მისი თქით, კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქებში.
"რამდენიმე საარჩევნო უბანზე ან მათ მიმდებარედ "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, რასაც რიგ შემთხვევებში თან ახლდა არეულობა უბნებზე და ასევე, ხმის მიცემის...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ ეთანხმება. მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ არ შეიძლება ამომრჩევლის ფრუსტრირება და არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების კეთება. მელიამ ეს განცხადება სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც თქვეს, რომ უნდა მოიარონ ქალაქები და სოფლები და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.
"ვინც არ უნდა აკეთებდეს ამ განცხადებებს, არ...
წინა სტატია
არანაირი წითელი ხაზების გადაკვეთას და წითელი ხაზების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება. განაცხადა განმუხურში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის სიტყვების საპასუხოდ, რომ თუ კი ხელისუფლება შეეცდება პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, ისინი საქვეყნო პროტესტს მიიღებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
თალაკვაძე ამბობს, რომ ყველაფერზე იქნება ადეკვატური რეაგირება. ასევე, გააფრთხილა, ნუ გადადგამენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს.
"არჩევნების შედეგებმა კიდევ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს facebook-ზე პირდაპირი ჩართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს თავისი მეუღლის, სანდრა რულოვსის მოწოდებას, რომ არ დანებდნენ, გავიდნენ და მოიარონ ყველა ქალაქი და ყველა ქუჩა.
მისი თქმით, მისი მხარდამჭერები მანამ არ უნდა გაჩერდნენ, სანამ ივანიშვილს არ დაამარცხებენ. ის მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დროებით არ დატოვონ საქართველო, რადგან მალე ივანიშვილს გააძევებენ და დაიხსნიან ქართველ ხალხს.
სააკაშვილის...
პარლამენტი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.
მარნეულში 90 საარჩევნო უბნიდან 86 უბანია დათვლილი, სადაც 78.75%-ით მმართველი გუნდის კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს.
ზესტაფონში 53 უბნიდან 52 უბანია დათვლილი და აქ ლიდერობს გიორგი გოგლიჩიძე 50,53%-ით.
ჭიათურაში, 58 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 49 უბნის მონაცემები. მმართველი გუნდის კანდიდატის...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნები შეაჯამა და აჭარის მაუწყებელის პირდაპირ ეთერში ოპონენტებს დაემშვიდობა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კითხვაზე, ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის უპირატესობა, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო.
"ხულოში შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი - ჩაო. ჩაო ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:
1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პრეს მედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის...
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ერთის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ. ერთადერთი, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება, იქნება თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრს ირჩევენ.
ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც მმართველ პარტიას ნდობა გამოუცხადეს. მისი თქმით, ყველა ის პროექტი და იდეა, რომელიც მათთან შეთანხმდა, განხორციელდება.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა...
არჩილ თალაკვაძე სულ რომ ლაპარაკობს, წინა მთავრობა როგორი ცუდი იყო, ის იყო ამის ნაწილი თავიდან ბოლომდე, ჩემთან მუშაობდა 2013 წლამდე, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რუსლოვსმა განაცხადა.
"ის იყო ჩემი ასისტენტი ჟენევაში, რომ დავდიოდი კონფერენციაზე და გრანტებს რომ ვპოულობდი საქართველოსთვის. ის იყო ჩემი ასისტენტი, აბა, ჰკითხეთ მაგას... რა სირცხვილია, აქ რომ ცდილობს ჩემს წინააღმდეგ ასეთი ბოროტების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































