რაჭას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენებისთვის ხელისუფლება ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს, ეს კი პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ზაზა გაბუნიამ რეგიონების განვითარებასა და დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის...
მასშტაბური ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული და ჩაშლილი პირველი ტენდერის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ განაცხადებს ელოდება. ცხრამილიონიანი პროექტის მიხედვით, პარკინგზე სულ 1 000 მანქანა დაეტევა, აქედან 200 ადგილი კი საგანგებოდ ელექტრომობილებისთვის მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პირველი ტენდერი მაისში ჩაიშალა. კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, ავტოსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზი დაუდგინდა, რის გამოც სატენდერო კომისიამ...
ახალქალაქის მერიამ N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარობჭე ავრცელებს.
სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბაღში მდგომარეობა კრიტიკულია და ვერ პასუხობს "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების“ მოთხოვნებს“.
"განსაკუთრებით პრობლემურია, რომ...
წინა სტატია
ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელი დამეწყრილი გზის 45 მეტრიანი მონაკვეთის გასაწმენდად 150 000 ლარამდე დაიხარჯება. თანხას ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას ველოდებით, შემდეგ შევარჩევთ კომპანიას, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.
რაც შეეხება, დამეწყრილ გზაზე საყრდენი კედლის მოწყობას, სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდის შემდეგ დაიწყება საპროექტო დოკუმენტების მომზადება. თანხის მოძიებისთვის...
ნინოწმინდის მერია სოფლებში უჩმანაში, ოროჯოლარსა და ჟდანოვაკანში, კულტურისა და რიტუალების სახლების რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფელ ჟდანოვაკანში კულტურის სახლის შენობის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 42 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. უჩმანაში და ოროჯოლარის რიტუალების სახლებისთვის კი 17 ათასი ლარია გამოყოფილი.
როგორც ნინოწმინდის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი რუბენ ღაზარიანი ამბობს, უჩმანაში, ოროჯოლარსა და ჟდანოვაკანში ინფრასტრუქტურა 6-7 წელიწადია არ მოწყობილა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას.
"პროექტის ფარგლებში, 30 ხანდაზმული მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული შესაძლო ბენეფიციართა სიების საფუძველზე შეირჩა, რომელთაც თვეში ოთხჯერ გაეწევათ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურება",...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ადგილობრივებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბა ნაწილობრივ მაინც დაცალონ, სხვა შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ მოქმედებას.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კი სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო ვერ დააკონკრეტა. თუმცა, გივი მეტრეველმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ თუშეთის გზის გაწმენდითი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სოფელ ქვემო ალვანში აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბის გაწმედას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი თქმით, გზის გაწმენდა დროულად ვერ ხდება. აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შეხვდა. გივი მეტრეველმა შეკრებილებს განუმარტა, რომ ხვალ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემურ მონაკვეთებს გეოლოგების ჯგუფიც შეაფასებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საგზაო დეპარტამენტი გზის გაწმენდას არ...
გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წინადადებას არ დათანხმდნენ. ისინი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ტერიტორიის დატოვებას და ალტერნატიულ ადგილზე გადასვლას არ აპირებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამის გამო გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებსა და მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არჩილ ხანდამაშვილი მოადგილესთან ერთად, მოვაჭრეებს შეხვდა და სამუშაოს გასაგრძელებლად სხვა ფართი შესთავაზა, რამაც მოვაჭრეები გააღიზიანა. ისინი მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და უფლებამოსილების გადამეტაში დაადანაშაულეს.
აღსანიშნავია რომ მოვაჭრეებსა და ბაზრის...
წინა სტატია
მე აქ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც არანაირი გადახარჯვა არ მაქვს, მათ შორის, არც ჩემს წინამორბედს საწვავის გადახარჯვა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლექსანდრე მოწერელია IDFI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც მან და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფო რწმუნებულებმა მინიმუმ ორჯერ შემოუარეს დედამიწას. ინფორმაციას იმედინიუსი...
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზია მოცემული. IDFI-ის კვლევას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ამ მიზნით, IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) ახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. IDFI-მ ახელმწიფო...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისში ქალაქის საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია“,- პროტესტის მონაწილეები ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ.
შეკრებილი მოქალაქეები ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, საკუთარი პოზიცია სხდომაზე საკრებულოს ყველა წევრმა უნდა დააფიქსიროს.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, დამკვიდრდეს მაღალი სტანდარტი და ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ჩაქვიდან ბათუმში გადაყვანის იდეა, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ემსახურება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"ჩვენი გუნდის ხედვაა, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურულად ახლოს ყოფნასაც, კონსულტაციებიც ამ სულისკვეთებას ემსახურება" - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბათუმში გადატანის შესახებ გააკეთა.
საკანონმდებლო ორგანოს ჩაქვიდან გადასვლის შესახებ საკითხი, მას შემდეგ გააქტიურდა,...
მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტისა და სოფელ ნაწრეტში ხევის ამოწმენდისთვის გორის მერიამ 111 369 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდეტო წიადადებების მიღება 7 ივნისს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდბა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს "ბრენდჰენდთან" 9 559 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამარტივებული შესყიდვა აღნიშნულ თანხაზე მიმდინარე წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ხელშეკრულების ფარგლებში მერიას 13 სხვადასხვა სახეობის ბრენდირებული ნივთის დამზადება სურს.
კანონის მიხედვით, პირდაპირი შესყიდვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ მიერ არგუმენტირებული, დასაბუთებული საფუძვლების წარდგენით, 5 000 ლარს ქვემოთ ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება ვალდებულია ტენდერი გამოაცხადოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































