გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტისა და სოფელ ნაწრეტში ხევის ამოწმენდისთვის გორის მერიამ 111 369 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდეტო წიადადებების მიღება 7 ივნისს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდბა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.