ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა დაიწყო

1103

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას.

“პროექტის ფარგლებში, 30 ხანდაზმული მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული შესაძლო ბენეფიციართა სიების საფუძველზე შეირჩა, რომელთაც თვეში ოთხჯერ გაეწევათ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურება”, – განმარტავენ ტყიბულის მერიაში.

უწყების ცნობით, სერვისის დაწყებასთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმაართა. შეხვედრას პროექტში მოხალისეობრივად ჩართვის მსურველი ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტყიბულის განვითარების ფონდი“, “ASB საქართველოს” მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ახორციელებს.