გურჯაანის მერს მოვაჭრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

816

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები მერიის წინადადებას არ დათანხმდნენ. ისინი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ტერიტორიის დატოვებას და ალტერნატიულ ადგილზე გადასვლას არ აპირებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ამის გამო გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეებსა და მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არჩილ ხანდამაშვილი მოადგილესთან ერთად, მოვაჭრეებს შეხვდა და სამუშაოს გასაგრძელებლად სხვა ფართი შესთავაზა, რამაც მოვაჭრეები გააღიზიანა. ისინი მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და უფლებამოსილების გადამეტაში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია რომ მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. ბაზრის მოვაჭრეებს ტერტორიის დატოვების ვადა 3 ივნისამდე ჰქონდათ.