გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს “ბრენდჰენდთან” 9 559 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამარტივებული შესყიდვა აღნიშნულ თანხაზე მიმდინარე წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ხელშეკრულების ფარგლებში მერიას 13 სხვადასხვა სახეობის ბრენდირებული ნივთის დამზადება სურს.
კანონის მიხედვით, პირდაპირი შესყიდვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ მიერ არგუმენტირებული, დასაბუთებული საფუძვლების წარდგენით, 5 000 ლარს ქვემოთ ხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება ვალდებულია ტენდერი გამოაცხადოს.