დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი წყლის სათავე ნაგებობიდან საფილტრ სადგურამდე 2კმ 200მ სიგრძის მაგისტრალის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას "ინტერპრესნოუსი" ავრცელებს. ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, დაბა ახალდაბის მოსახლეობას არსებული პრობლემა ბოლო რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ, პროექტის შედეგად, კი სრული დატვირთვით ამუშავდება საფილტრი სადგური და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მომარაგება. „სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება“,...
ქუთაისის მერიამ შვიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის გამზირზე N2-ში, N24-ში, N26-ში, N28-ში, N37-ში, გუგუნავას ქუჩაზე N2-ში და ნიკეას ქუჩის N1/5-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს. სამუშაოებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება, ჭავჭავაძის N24-ის გარდა აწარმოებს შპს “ლამოდერნა”, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე, N24 ში მდებარე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს-” ტუკა” ახორციელებს.
თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით 159 400 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება. „ფიჭვებთან დაკავშირებით თქვენ იცით, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ფიჭვების დიდი რაოდენობა ხმება, რის გამოც გვიწევს მათი მოჭრა. შემდეგ კი ვახორციელებთ ჩანაცვლებას ახალი ნარგავებით. ეს პროცესი გაგრძელდება...
დღეს, ცხრა ივლისს, აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის, გიორგი გაგოშიძის თქმით, ფილაზე ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ. სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის ნამუშევარია", – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის...
წინა სტატია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი უნივერსიტეტის პროექტი წარადგინა და უკვე მერამდენედ დააანონსა, რომ მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება. დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, მართლაც გადის განათლებაზე, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ პროექტის წარდგენისას. "უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, 10 სტუდენტი...
ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერში მდებარე შადრევანი წელს მხოლოდ ახალციხელობის დღესასწაულთან დაკავშირებით აამუშავეს. ამ დღის შემდეგ კი, ისევ უმოქმედოდაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს შადრევნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისათვის პროექტი მომზადდება. "შადრევანი და წყლის ქსელი დაზიანებული დაგვხვდა. ქსელის აღდგენა მოვახერხეთ. თუმცა ახლა არა მარტო შადრევნის, არამედ მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს. შემდეგ ტენდერი გამოცხადდება“, – ამბობენ...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძენ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების კატეგორიზაციაში დღეიდან იუსტიციის სახლიც ჩაერთვება, რომლებიც ტაქსის მფლობელებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. "პირველი ივლისიდან მიმდინარეობს ტაქსების კატეგორიზაცია, რაც გულისხმობს არსებული ნებართვების A და B კატეგორიებად დანაწილებას. დღეიდან კი ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სახლიც, რომელიც ტაქსის მფლობელებს შესაბამის მომსახურებას გაუწევს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ელექტრონული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სახლიდან გაუსვლელად,...
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქობულეთის განახლებულ სანაპირო ზოლს ათვალიერებენ და ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ხვდებიან. "ქობულეთში აღდგა სანაპირო ზოლის 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთი. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ტურისტული...
წინა სტატია დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციაზე განაცხადა. "დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა და ცხადია, უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება ერთ-ერთი გზაა რეგიონების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება. "გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი გაჩნდეს დედაქალაქში, რომელიც ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, - განმარტა კალაძემ. მისი თქმით, პროექტი 15 მილიონ ლარამდე დაჯდება. "ძალიან ბევრი გამოწვევები, პრობლემები გვაქვს ქალაქში და ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიწყებთ მაჭავარიანის ქუჩის და მარშალ...
თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით მერიამ წელს უკვე 900-მდე განცხადება განიხილა და აქედან 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამით მეტი სტუდენტი დაინტერესდება. მისი თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი 100%-ით ფინანსდება. მისივე განცხადებით, მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს. ამასთან, მერია უზრუნველჰყოფს უცხოელი პროფესორების ვიზიტს საქართველოში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  მერია თბილისში უცხოელი პროფესორების ვიზიტს დააფინანსებს, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებენ. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი. "თბილისის მერია ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორების ვიზიტს თბილისში სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ეს პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს წელს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს, დაფინანსებას მიიღებენ აგრეთვე მაგისტრანტებიც. კალაძის თქმით, დაფინანსდება 2 ძირითადი მიმართულება: სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა. "მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით...
სტატიის გაგრძელება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ექსპერტები ზაზა გაბუნიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარესა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს თვითმმართველი ერთეულების როლის გაზრდაზე საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში საკუთარ რეკომენდაციებს წარუდგენენ, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფაზე შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით. შეხვედრაზე განხილული...
სოფელ გურჯაანში, სახასოს უბანში, მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "წყლის პრობლემა წლებია გვაქვს, ცოტა ხნის წინ თითქოს მოგვარდა, გაკეთდა ჭაბურღილი, მაგრამ აქ პრობლემა წყლის მართვის სისტემაა, ეს არის შესაცვლელი. სათავეზე წყლის რეზერვის ავსებას 5 საათი უნდება, რადგან ახლა ზაფხულია, მოთხოვნა დიდია და ეს მარაგი არავის არ ყოფნის. აუცილებელია ავზის ორჯერ ან...
თელავის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 4 464 ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ მეტია, გასული 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან. 2018 წლის იანვარ-მასში თელავს 2 270 ტურისტი სტუმრობდა. ამის შესახებ speqtri.ge-ს ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა დიანა ფხოველიშვილმა განუცხადა. „ვაწარმოებთ სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ჩვენთან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას. ზოგ ობიექტს ჩვენთან თანამშორმლობის სურვილი არ აქვს, ეს მათი ნებაა. მაისის შემდეგი პერიოდის რაოდენობასაც მალე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ