თელავის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 4 464 ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ მეტია, გასული 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან.
2018 წლის იანვარ-მასში თელავს 2 270 ტურისტი სტუმრობდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა დიანა ფხოველიშვილმა განუცხადა.
„ვაწარმოებთ სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების და ჩვენთან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას. ზოგ ობიექტს ჩვენთან თანამშორმლობის სურვილი არ აქვს, ეს მათი ნებაა. მაისის შემდეგი პერიოდის რაოდენობასაც მალე მოგვაწვდიან ტურისტული ობიექტები. მიმდინარე წლიდან, ჩვენ ვინიშნავთ ასევე თელავის მუზეუმისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მისული სტუმრების მონაცემებსაც. ძირითადი ნაკადი შემოვიდა რუსეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. წელს საოჯახო სასტუმროები და მარნებიც დაემატა, ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ ვიზიტორებს ჩვენს მუნიციპალიტეტში“, – ამბობს ფხოველიშვილი.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო, შესაძლოა ტურისტთა რაოდენობა შემცირდეს, რადგანაც რუსი ვიზიტორების სიმცირე შეინიშნება.