წინა სტატია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, რომელიც იმავდროულად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა დეცენტრალიზაციის რეფორმის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები, პარლამენტარები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.
შეხვედრის მეორე დღე ძირითადად...
დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.
"სქემა ისე უნდა აეწყოს, რომ პატარა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დიდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდომის ძალიან კომფორტული მოდელი გვქონდეს, მათ შორის, გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც.
ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს...
ე.წ ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, "ბოგდანის“ ავტობუსების უმრავლესობა ჩამოსაწერია.
"ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება.
ხოლო ავტობუსები,...
ტურისტები თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.
"ერთიანი გადახდის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ჩართული არის ქართული ბანკების უმრავლესობა. ვაპირებთ ამ სისტემაში უცხოური ბანკებიც ჩავრთოთ. მაგალითად, "დოიჩე ბანკი“ და სხვა ბანკები. ამით ტურისტებს გაუადვილდებათ გადახდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ფაქტია, რომ ეს თუ არ გავაკეთეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება არ...
გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს პირდაპირი წესით ირჩევენ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურულის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალი მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს,
რომლებიც ჯერ კიდევ...
სტატიის გაგრძელება
ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან.
პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონზე მისვლა, 60 კმ-ის ნაცვლად, მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.
პარალელურად მიმდინარეობს მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობა.
პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარაძის სკვერში, შადრევანის აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ამ სკვერში არც შადრევანი მუშაობს და სასმელი წყალიც წლებია აღარ მოდის. ადგილობრივების თქმით, ბავშვები ხშირად უწყლო შადრევანში ძვრებიან, რაც საფრთხის შემცველია.
"ზაფხულის ცხელ დღეებში ფანტანი გაგრილების კარგი საშუალებაა და წესით ჩართული უნდა იყოს, თან მეტი სილამაზეც იქნება", - ამბობს ტურისტი პორტუგალიიდან ლეონორ რეგო.
სკვერის მფლობელი, კახა კუხინიძე მიზეზად სისტემის დაზიანებას ასახელებს...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად მერიამ 132 682 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტი 40 ოჯახზე გათვლილი შიდა ქსელის გამანაწილებლის მოწყობას, ინდივინდუალური მრიცხველების დამონტაჟებას და წყლის სატუმბიდან რეზურვუარამდე მისასვლელი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეცვალოს ამორტიზებული მაგისტრალური ქსელი და მოაწყოს დასახლების შიდა გამანაწილებელი სისტემა. გარდა ამისა, უნდა ააშენოს რკინა-ბეტონის ჭა, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურით. შემდეგ...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრთა ნაწილმა 2019 წელს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები არასრულად შეავსო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა შედეგად კი დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
კვლევის თანახმად,...
ქუთაისში ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის საფარის და ფეხით სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე უკვე დასრულდა ბუნებრივი აირის მილის მონტაჟი, მიწის ქვეშ განთავსდა სადენები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
გზის საფარის და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის 245 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება, შპს "მშენებელი" ახორციელებს.
გორის მერიამ ვიდეო - სათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობის და შიდა და გარე გამოყენების კამერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 778 ლარია.
აღნიშნულ 8 კამერას შორის არის 3 გარე გამოყენებისა და 5 შიდა გამოყენების კამერა, რომელსაც, ღამის ხედვის ფუნქციაც აქვს.
დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობას 22 ივლისამდე შეძლებენ
გორის მერიამ გორიჯვრის ქუჩა N26-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობისთვის 33 400 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილება მდებარეობს.
"აქ გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მერის წარმომადგენელის ოფისიც ამ შენობაში განთავსდება", - განაცხადა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, ნათია...
ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 1 626 899, წლიურად კი 19 522 796 ლარი იხარჯება. ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის 8 შპს-ს სუბსიდირებაზე 2019 წელს 13 720 200 ლარია გამოყოფილი, - ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.
"ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების შენახვაზე 33,242,996 ლარს ხარჯავს, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის (154 361 000 ლარი) 21.5%-ია.
დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება ა(ა)იპ-ებში
ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში...
15 ივლისიდან 2 აგვისტომდე, გორში, იტალიელი მოხალისეები სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდების სხვადასხვა ინტერესებსა და გემოვნებაზე.
"ჩართულობის თვე“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც 15, 22, 29 ივლისს, საღამოს 10 საათზე, ახალბაღის ღია ამფითეატრში გაიმართება კინო ჩვენებები. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები" - აცხადებენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.
https://www.facebook.com/1448967872088306/photos/a.1449183132066780/2322187764766308/?type=3&theater
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელების, ავტობუსების გაჩერების, ავტომობილების პარკირებისა და უწყვეტი ხაზების მონიშვნის სამუშაოების შესრულებაზე 9 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 113 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტობუსების გაჩერება მოინიშნება ზვიად გამსახურდიას გამზირზე სახვადასხვა ადგილზე და რუსთაველის ქუჩაზე (ცენტრალური სუპერმარკეტი (ბაზრის) და სავაჭრო ცენტრი :ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორია), ხოლო.პარკირების ადგილს...
სოფელ ნარაზენის მცხოვრებლებმა მდინარე ჭანისწყლის პირას ქვები იპოვეს, რომელსაც ნამარხი მოლუსკების ნიჟარების ანაბეჭდები აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქია ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და აღმოჩენილი ქვების შესახებ აცნობეს.
"ნარაზენის მცხოვრებლებმა მდინარის პირას საინტერესო ქვები აღმოაჩინეს. თავიდან იფიქრეს, რომ არქელოგიური ნიმუში იყო და შემატყობინეს, თუმცა ეს გეოლოგიური ნიმუშია და ამაზე პალეონტოლოგებს დავუკავშირდები“, - თქვა ლაშა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































