გორის მერიამ გორიჯვრის ქუჩა N26-ში არსებული ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობისთვის 33 400 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილება მდებარეობს.
“აქ გორის სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მერის წარმომადგენელის ოფისიც ამ შენობაში განთავსდება”, – განაცხადა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, ნათია ხაჩიურმა.