ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარაძის სკვერში, შადრევანის აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ამ სკვერში არც შადრევანი მუშაობს და სასმელი წყალიც წლებია აღარ მოდის. ადგილობრივების თქმით, ბავშვები ხშირად უწყლო შადრევანში ძვრებიან, რაც საფრთხის შემცველია.
“ზაფხულის ცხელ დღეებში ფანტანი გაგრილების კარგი საშუალებაა და წესით ჩართული უნდა იყოს, თან მეტი სილამაზეც იქნება”, – ამბობს ტურისტი პორტუგალიიდან ლეონორ რეგო.
სკვერის მფლობელი, კახა კუხინიძე მიზეზად სისტემის დაზიანებას ასახელებს და ამაში ბრალს მოსახლეობას დებს.
“რა ვქნა ვერ ვინარჩუნებ, შესაძლებელია აღვადგინო და მეორე დღეს ისევ დაზიანდეს. აღდგენის პროცესიც დაწყებულია, მაგრამ მე ვერ გამოვრიცხავ, რომ თუ აღვადგენ და ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის ფინანსურად და აღდგენის შემდგომ შეიძლება ერთ კვირაში იგივე განმეორდეს”, – ამბობს კახა კუხიანიძე.