გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასმელი წყლის დეფიციტია. ადგილობრივებრივები ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, სასმელი წყალი 4- 5 დღეში ერთხელ მიეწოდებათ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. სოფელ ჩუმლაყში მერის წარმომადგენლის, ზაზა რუაძის თქმით, სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი, სასმელ წყალს სარწყავად იყენებს და პრობლემაც ამიტომ წარმოიშვა. "მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასმელ წყალს სარწყავად იყენებს. დეფიციტის მიზეზი სწორედ ეს არის, თორემ სათავე ნაგებობაში იმდენივე ნაჟური შედის, რამდენიც...
წინა სტატია საპროტესო განწყობა, რომელიც ბათუმში "რივიერაზე" დაგეგმილი 5 ცათამბრჯენის მშენებლობას უკავშირდება, "ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. "აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ...
გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულომ განიხილა და მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებები, რისთვისაც,  დაახლოებით, 11 მილიონი ლარია საჭირო. მომავალ წელს თელავის მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც გარეგანათების მოწყობას, გზების, წყალმომარაგების სისტემისა და სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დეპუტატებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების...
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგს განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად კი ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებმა ნორმას გადააჭარბა. 9 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1,3-ჯერ; 10 და 12 ივლისს ქალაქ რუსთავში 1,1-ჯერ, ხოლო 11 ივლისს ისევ ქალაქ რუსთავში - უმნიშვნელოდ;...
"ქართული ოცნების" წევრები სექტემბრიდან რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, "ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ის, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და არჩევნებს შორის შუალედიც არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური უნდა იყოს, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. სექტემბრიდან გაცილებით აქტიურები ვიქნებით, მაქსიმალური რაოდენობა ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან თუ...
კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება. "ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. პროექტი "ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.", - განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით,...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "ნიშა", რომელიც გორის სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით ამარაგებდა, დააჯარიმეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც ირკვევა, შპს "ნიშას" საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორი სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 100 ლარით დაჯარიმდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს აღნიშნულ კომპანიასთან ორი შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომლის საერთო...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ნანა ინასარიძე ახალციხეში არსებული რამდენიმე შენობა წლებია იშლება და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი ნაწილი მე–19 საუკუნეშია აშენებული. დანგრევის პირას მყოფ შენობებში ანტისანიტარიაა. ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩის N56–ში უკვე წლებია არავინ ცხოვრობს. შენობის კედელი გამონგრეულია, დაზიანებულია სახურავი და შესასვლელი კარი, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინებიც. შენობის დანგრეულ ნაწილში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია. მეზობლები ამბობენ, რომ შენობა მცხოვრებლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. "ამ შენობის...
წინა სტატია ახალციხის შვიდ ქუჩასა და რამდენიმე შიდა ეზოში არსებული ხის ძირები მოასფალტებულია. ხეების გარშემო ასფალტი იმდენად მჭიდროდაა, რომ წვიმის წყალი ფესვებამდე ვერ ჩადის. მშენებელი კომპანია პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე გამწვანების ზოლში დარგული ხეები წვიმის წყალს ვერ იღებენ. მათი ძირი მოასფალტებულია. სავარაუდოდ, ამის გამო, რამდენიმე ხე უკვე გახმა. ეს პრობლემა ქალაქის რამდენიმე ქუჩის გარდა, შიდა...
წინა სტატია ქუთაისის მერია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას განცხადებას პასუხობს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა",...
სტატიის გაგრძელება ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას ვარსკვლავი გაუხსნეს. პარტია "თავისუფალმა საქართველომ" ვარსკვლავი მერიის წინ განათავსა და მერს "სახელოვანი მოგზაურის გიორგი სენკევიჩის" სახელი მიანიჭა. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, მერია წლის განმავლობაში მივლინებებში სოლიდურ თანხებს ხარჯვას და ქალაქის პრობლემები არ აინტერესებთ. "ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და ამ დროის მონაცემებით, მერიამ წელს მივლინებებში 155 000 ლარი დახარჯა. თანხა წლის ბოლომდე გაიზრდება, ამის ფონზე ქალაქში...
ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრს ახალი სპეცმანქანა შეემატა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე, მოსახლეობას მომსახურებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ავტომანქანა უწევს, 20 ივლისიდან კი ცენტრს მეშვიდე ბრიგადა შეემატება.
კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება. "გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, "საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე", - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. მათივე ცნობით, ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პროდუქტები და მთიანი აჭარა მოინახულეს. "დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-მდე წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ შორის 90-მდე ჟურნალისტმა და ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან...
აჭარაში "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. თორნიკე რიჟვაძე ამ თანამდებობაზე პარტიის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგენა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიტსაბჭოს წევრები და ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.
თბილისში, სადაც მწვანე სივრცეები ლამის ყოველდღიურად ქრება და ამაზე, მოსახლეობასთან ერთად, განცხადებებით თითქოს პოლიტიკოსებიც წუხან, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის გამგეობის სკვერის საზღვართან შემორჩენილ მცირე მიწის ნაგლეჯზე, სულ მალე სამორინე და სათამაშო კომპანია „ლიდერ-ბეთი“ მასშტაბურ მშენებლობას დაიწყებს და ამ სამორინეს უკანა ეზოდ გადაქცევა ემუქრება სკვერს, სადაც დღეს ბავშვები თამაშობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი ამ ერთადერთი მწვანე ზონის შენარჩუნების მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა დღეს, 17 ივლისს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ