“ქართული ოცნების” წევრები სექტემბრიდან რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, “ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ის, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და არჩევნებს შორის შუალედიც არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური უნდა იყოს, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. სექტემბრიდან გაცილებით აქტიურები ვიქნებით, მაქსიმალური რაოდენობა ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან თუ პარლამენტიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას.
ჩვენ ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, გვექნება ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურულ პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს. მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. მოვახერხებთ, წლის ბოლომდე, ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა ივანიშვილმა.