ქუთაისის მერია: სამივლინებო ხარჯებზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

753

წინა სტატია

ქუთაისის მერია პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას განცხადებას პასუხობს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“გიორგი წულაიამ ჟურნალისტებს დღეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მივლინებებში მიმდინარე წელს მერიამ 155 000 ლარი დახარჯა, რაც არ შეესაბამება რეალობას და ასახავს 2014 წლის მონაცემებს. რეალურად, ქალაქის მერიამ მიმდინარე წელს მივლინებებში სულ 35 801 ლარი დახარჯა”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მერიამ 2019 წლის 11 ივნისით დათარიღებული წერილიც გაასაჯაროვა, სადაც გოგი წულაია პარტიის სახელით 2014 წლის სამივლინებო ხარჯების შესახებ ითხოვს ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მერიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში 155 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

გოგი წულაიამ ქალაქსი მერს სიმბოლურად მოგზაურის ვარსკვლავიც გაუხსნა.