კომპანია, რომელიც გორის ბაღებს ხორცით ამარაგებდა, დააჯარიმეს

624

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს “ნიშა”, რომელიც გორის სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით ამარაგებდა, დააჯარიმეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ირკვევა, შპს “ნიშას” საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორი სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 100 ლარით დაჯარიმდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს აღნიშნულ კომპანიასთან ორი შესყიდვა აქვს განხორციელებული, რომლის საერთო ღირებულება 355 412 ლარია.