წინა სტატია შემდეგი სტატია გამოკითხულთა 51% ადგილობრივ თვითმმართველობას სრულ, ან მეტ-ნაკლებ ნდობას უცხადებს, - ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ენდობით თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს? - ეს არის კითხვა, რომელიც ორგანიზაციამ გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს დაუსვა. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, 51%-დან ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებს 10% სრულად, ხოლო 41% მეტ-ნაკლებად ენდობა. გამოკითხულთა 20% ადგილობრივ თვითმმართველობას სრულ უნდობლობას უცხადებს, 23%...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხშირად საუბრობენ, იცის თუ არა მოსახლეობამ, რა საკითხები მიეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და რა - ცენტრალური ხელისუფლების. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოქალაქეებს, გამოკითხვის ფარგლებში, შეკითხვა დაუსვა იმისათვის, რომ გაერკვია, რამდენად მიჯნავს მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების უფლებამოსილებებს. ორგანიზაციამ გამოკითხვაში მონაწილეებს შემდეგი კითხვა დაუსვა: როგორ ფიქრობთ, ეს სერვისები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ? პასუხები კი...
წინა სტატია შემდეგი სტატია უმუშევრობა, გზები, იფრასტრუქტურა და სასმელი წყალი - ესაა პირველ სამ ადგილზე მდგომი პრობლემა, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხული მოქალაქეები საკუთარ ქალაქებსა თუ სოფლებში ასახელებენ. კითხვაზე, რომელია ყველაზე აქტუალური საკითხი თქვენს ქალაქში, მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში, გამოკითხულთა 40% უმუშევრობას ასახელებს, 11% - გზებს, ხოლო 10% - მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. 9%-ისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სასმელი წყლის პრობლემაა, ხოლო 8%-სთვის - სიღარიბე. 5-5%...
დაბა თიანეთში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გელოვანის, ქუსნოს და ბაგრატიონის ქუჩები მოასფალტდება. ასევე, ადფალტირებული გზა დაიგება ქუსნოს ქუჩის პირველ შესახვევსა და რუსთაველის ქუჩის ჩიხშიც. ამასთან, პროექტის მიხედვით, ყველა ქუჩაზე კიუვეტები და ეზოში შესასვლელები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 1 180 400 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
დუშეთში არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც დუშეთის მერიაში აცხადებენ, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს და ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა, დუშეთის მერიის და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პროექტის "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ მიმდინარე ეტაპი. "შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განხილულ იქნა ტყეების, კულტურული მემკვიდრეობის და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხელშეწყობის საკითხები. საუბარი შეეხო ტერიტორიის ზონირებას, პროექტის პროგრესს,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: ირმა სინაურიძე–მაყაშვილი ფოთის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, ქალაქის ვაჭრები და მოსახლეობა ტფილისს მიდიან, რათა გუბერნატორს მოსთხოვონ, ნიკო ნიკოლაძე ფოთის თავის თანამდებობაზე დატოვოს... ნიკო ნიკოლაძე კოლოსალური ოდენობის ქრთამის - 358 000 მანეთის აღებაშია ეჭვმიტანილი... გაზეთი „ბათუმი“ წერს, რომ  უფალ ნიკოლაძეს თითქოს ფული ფოთის პორტის მშენებლებისაგან, კომპანია „ბუნგე-პალაშკოვისგან“ აუღია... თავად ნიკოლაძე არ უარყოფს ფულის მიღებას, მაგრამ ამბობს, რომ ეს თანხა ჰონორარის სახით აიღო, კერძო...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ამორტიზებული ფანჯრები, კეთილმოეწყო პაციენტების მოსაცდელი და ექიმებისა და ექთნების ოთახები. ასევე, გაკეთდა სამანიპულაციო ოთახი.  შენობის რეაბილიტაციაზე 14 500 ლარამდე დაიხარჯა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანში, შაშიანში, ბაკურციხეში, ზეგაანში, ზემო კაჭრეთსა და ჭერემში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია აწვდიან. "სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში...
მთლიანობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი წელს ექვსი თვის მონაცემებით, 100 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა. ექვსი თვის მონაცემებით, 183 მილიონი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა, ვიდრე წინა წელს და ვიდრე ოდესმე ყოფილა დაფინანსებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო უფრო მეტი პროექტის შესრულებას შეძლებს, რადგან მომავალში უწყებას ამბიციური გეგმები აქვს....
თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობა დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის: კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური...
წინა სტატია თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს საკრებულოს სხდომაზე გივი ბერიკაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ბელა მირიანაშვილის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, იაკობ ტრიპოლსკის, ვახტანგ ტაბლიაშვილის და ლევან შათირიშვილის სახელები მიენიჭება. საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი პროექტის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში ვასილ ბარნოვის II და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი გივი ბერიკაშვილის სახელობის იქნება. ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს კი მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე,...
რეგიონული განვითარების გარეშე საქართველოში სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. "ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჯერ კიდევ ჩვენს რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ეს...
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2019 წელს, 20%-ით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ის 6 თვის მონაცემებით 100%-ით მეტად ასრულებს ამ დავალებას, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტის სამინისტრომ შეძლო და 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურაში. "გასული...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კაპიტალური სამუშაოების თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს, როცა გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული. “რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი დახარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ, დაახლოებით, 183 მილიონი ლარით მეტის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის...
ბათუმში, თამარის დასახლებასა და ბარცხანაში, წყალარინების ორი სატუმბი სადგური აშენდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სატუმბი სადგურები 5 000-მდე აბონენტს ემსახურება. "სადგურების მეშვეობით აღნიშნული დასახლებების წყალარინების მასა იკრიბება და "ბ“ კოლექტორის გავლით ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაში გადაიტუმბება. მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ წყალარინების მასა ზღვაში 1 100 მეტრის მანძილზე, 40 მეტრ სიღრმეში იღვრება. ბარცხანისა და თამარის დასახლების წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობის ღირებულება 1 200...
ქუთაისის მერიამ 2019 წელს, გასული წლის მსგავსად, ორი პროექტი დააფინანსა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საარსებო წყაროების შექმნის ხელშეწყობის და კვალიფიკაციის ამაღლებისკენაა მიმართული, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები მეფუტკრეობის კუთხით გადამზადდნენ. "თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის შედეგად შეირჩევა ხუთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელთაც მერიის ფინანსური მხარდაჭერით ფუტკრის ოჯახები გადაეცემათ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ