საჩხერის სოფელ ჩონთოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხდება არხის გაჭრისა და მილების განთავსების სამუშოები. როგორც შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ გაზიფიცირების პროცესი უახლოეს პერიოდში უნდა დასრულედეს. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის N791 განკარგულებაში, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისთვის 2019-2021 წლებში განსახორცილებელ ღონისძიებათა შესახებ ნათქვამია, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019-2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 223 დასახლებულ პუნქტში...
სტატიის გაგრძელება
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის“ წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, საწარმო გარემოს აბინძურებს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან გამონაბოლქვი მათ კორპუსებში შედის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებმა დარინა მუკბანიანმა განაცხადა, ზაფხულში განსაკუთრებით აუტანელი ხდება იქ ცხოვრება.
"გაჭვარტლულია სახლები, ბავშვები ეზოში ვერ ჩადიან სათამაშოდ“,- აცხადებს მუკბანიანი.
მოსახლეობის თქმით, ქარხანას არ აქვს ფილტრები, რასაც ისინი გასულ წლებშიც აპროტესტებდნენ.
ქარხნის...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ ყაზბეგის განვითარების ჯგუფს/LAG Kazbegi/ - შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, შორენა სუჯაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გაძლიერებას და ინიციატივების მხარდაჭერას სათემო მობილიზაციასა და ადვოკატირებას გულისხმობს.
"მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, როგორც ყაზბეგის მერიის, ასევე, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და მთლიანად...
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორება. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროექტით 1500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს,“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი...
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გორში, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს სპეციალური კედელი გაიხსნება. მასზე მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილია გამოსახული. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრის სიმბოლო.
სტენსილის ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა.
ნახატი სწორედ იმ კედელზეა შესრულებული, რომელსაც რუსული ავიაციის მიერ ჩამოყრილი ბომბების კვალი ამ დრომდე ეტყობა.
კედლის გახსნა "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინიციატივით ხდება.
თბილისის ყველა რაიონში სერვისცენტრები შეიქმნება, სადაც მოსახლეობას ყველა იმ სერვისის მიღება შეეძლება, რომლისთვისაც ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში მისვლა უწევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხსომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"როდესაც შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუნიციპალური სერვისების დახვეწა, გაძლიერება. რაც მთავარია მოსახლეობისთვის კომფორტი უნდა შეგვექმნა მუნიციპალური სერვისების მიღების თვალსაზრისით, შესაბამისად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ...
დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დააჯარიმდებიან.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცული იყვნენ დაზიანებისგან.
"თქვენც ხედავთ, დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად...
ახალქალაქის სოფელ ჩუნჩხათში მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსებით 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. ფონდიდან 1 900 000 ლარამდე გამოიყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ხელშეკრულება „ელემენტ კონტრაქშენ ენდ დიზაინთან“, 1 883 753 ლარზე დაიდო.
გამარჯვებული კომპანის ვალდებულია თავად მოამზადოს სკოლის შენობის დეტალურ პროექტი და მას შემდეგ 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ააშენოს. კომპანიას ოთხი თვე აქვს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის, ხოლო 11 სამშენებლო სამუშაოებისათვის.
ჩუნჩხის...
წინა სტატია
თბილისში ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული სიახლე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში გააცნო.
როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ახალი ესტაკადის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთა. შედეგად მძღოლებს საცობებში დგომა აღარ უწევთ. დღეიდან კი ესტაკადაზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემაც...
დიდუბის რაიონის გამგეობა კოსმონავტების ქუჩის N43, N45, N47 და N49-ის მიმდებარედ, 5 050 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო 375 გრძივი მეტრი ბორდიური, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენა დაიგება.
"პროექტის ფარგლებში, კოსმონავტების ქუჩის N43-49-ის მიმდებარედ, დიდუბის გამგეობამ ასევე, სანიაღვრე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების, ზუგდიდელების ლეონიდე (კანდო) ხუბულავას და ვარლამ ანჩაბაძის მემორიალურ დაფებს გააკეთებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კანდო ხუბულავას სახელობის აბრა ზუგდიდში რუსთაველის №19-ში მდებარე სახლის ფასადზე გამოიკვრება. მეორე კი დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო ბიბლიოთეკის ფასადზე, რადგან ვარლამ ანჩაბაძე სწორედ ამ სოფლის მკვიდრია.
მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მემორიალური, დესკრიფციული აბრების დამზადება-მონტაჟის...
ნინოწმინდაში მადათაფას და ახალქალაქში კარწახში მდებარე ხოზაფინის ტბაზე ხელოვნური კუნძულები გაკეთდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კარწახის და მადათაფის ტბებთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დაახლოებით, 67 000 ლარი დაიხარჯება. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მადატაფას ტბაზე უნდა გაკეთდეს ფოტოგრაფებისთვის სამალავი კაბინა, ტბაზე მოტივტივე დასასვენებლი პლატფორმა და ხელოვნური კუნძული.
კარწახის ტბაზე ფრინველებზე დასაკვირვებლად პლატფორმა და ხის მოტივტივე...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად განახლდება შენობის სახურავი, ახლით შეიცვლება არსებული კარ-ფანჯარა, მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემა და გაკეთდება ელექტო გაყვანილობა, გარდა ამისა მოპირკეთდება და შეიღებება ფასადი.
"რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 19 424 ლარი გამოიყო, სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და 19 სექტემბერს დასრულდება. მოსახლეობა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს, ვინაიდან ამბულატორიის არსებობა ძალიან...
ხონის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში ჯამში 12 კილომეტრზე მეტი ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია.
მიმდინარე წელს 13 შიდა საუბნო და სასოფლო გზა კეთილმოეწყო. ჩამონათვალი ასეთია:
სოფელი დიდ კუხი- ქუთაისი-ხონი-სამტრედიის შიდა სახელმწიფოებრივი გზის მე-16 კმ, #7 და #9 ქუჩები (ძიძიგურების უბანი).
ქალაქი ხონი, იპოლიტე ხვიჩიას მეორე შესახვევი(პირველი უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა); ნინოშვილის ქუჩა; გურამიშვილის ქუჩა ( გაგრძელების მოასფალტება); ბაგრატიონის ქუჩა( გაგრძელების მოასფალტება); მებუკის ქუჩა;...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. კოპიტნარის დასახლებში განახლებული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. პროექტის განხორციელებისთვის 87 889 ლარი დაიხარჯა, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს
"კოპიტნარის დასახლების მცხოვრებლებს დავპირდით, რომ მოვახდენდით საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, აქ ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ, რომლებიც სკოლამდელ განათლებას მოწესრიგებულ და კომფორტულ სკოლამდელი...
ხარაგაულში ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისადმი პასიურობაში დაადანაშაულა. ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის, მოძრაობა "ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივი ლიდერის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, ხან ამბობენ, რომ ფული უნდა გამოიყოს, ხან იძახიან, რომ ზარალს ითვლიან. ინფორმაციას ინტერპრესნოუსი ავრცელებს.
"ხან ამბობენ 5 მილიონი უნდა გამოიყოს ხარაგაულზე, ხან ამბობენ ზარალი ითვლება. გავიდა უკვე ორი თვე და სოფლებში მისასვლელი ხიდები არ არის აღდგენილი და მოსახლეობას ატყუებენ“, -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































