დიდუბის რაიონში კოსმონავტების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

1234

დიდუბის რაიონის გამგეობა კოსმონავტების ქუჩის N43, N45, N47 და N49-ის მიმდებარედ, 5 050 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო 375 გრძივი მეტრი ბორდიური, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენა დაიგება.

“პროექტის ფარგლებში, კოსმონავტების ქუჩის N43-49-ის მიმდებარედ, დიდუბის გამგეობამ ასევე, სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობაც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხოშარაულის შესახვევშიც, სადაც ასფალტის საფარი 2 897 კვ.მ ფართობზე დაიგება. საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს”, – აცხადებენ გამგეობაში.