თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე...
მალე, გურჯაანში, რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.
გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრისთვის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, ადგილი უკვე გამოყოფილია.
ტენდერზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება. მისი თქმით, ახალი გამგებელი სამგორელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.
"რამდენიმე თვე სამგორის რაიონი გამგებლის გარეშე იყო. მინდა წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ...
რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებელი კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დააჯარიმა. კომპანია „ტოდინს“ ჯარიმა სამუშაოების ვადის გადაცილების გამო დაეკისრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია, კომპანია „ტოდინი“ ახორციელებს.
კომპანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა ვადების გადაცილებისა და მუშაობის ნელი ტემპის...
თბილისის მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მიმდინარე წელს ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. მერია „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა, უახლოეს მომავალში კი ეს „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იქნება.
„წლევანდელი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით განსხვავებულია, მილიარდ ლარს გადააჭარბა და...
წინა სტატია
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ახალი მოადგილე "რადიო მოზაიკასთან" პირველ კომენტარს აკეთებს და ქალაქისთვის აქტუალურ საკითხებზე საკუთარ შეხედულებებს ასახელებს.
მისი განცხადებით, მერის მოადგილედ დანიშვნის შეთავაზება ამ პოზიციის ვაკანტურად გამოცხადების შემდეგ, კონსტანტინე თავზარაშვილისგან მიიღო, რომელსაც მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობის პერიოდიდან იცნობს.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ პრობლემურ საკითხებს,ივანიშვილის თქმით, გორში გასაკეთებელი ბევრია, თუმცა ძირითადი პრობლემად შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და პარკირების საკითხები მიაჩნია.
"შშმ პირებისთვის ნაკლებადაა...
გორში, 6 სექტემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესის მუხლში ცვლილების შეტანას გეგმავენ. ცვლილება დედ-მამით ობოლ და იმ ბავშვების დახმარებას ეხება, რომელთა მშობლებსაც მშობლის უფლება-მოვალეობა შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დოკუმენტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 0-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი, რომელიც დედ-მამით ობოლია ან მის მშობლებს მშობლის უფლება-მოვალეობა შეზრუდული აქვთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 000 ლარს...
საოკუპაციო ძალები გამყოფ ხაზთან რედიებს იწყებენ. ამის შესახებ დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სასაზღვრო სოფლებში კონტროლს გაამკაცრებენ.
„მიმდინარე წლის სექტემბერში, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოები გეგმავს ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს სასაზღვრო სფეროში დანაშაულის პრევენციას.
ღონისძიებების კომპლექსში ასევე...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში აშენებულ რიტუალების სახლებს სხვა ფუნქციებს მიანიჭებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მათ შორისაა სოფლები, დიდი ხურვალეთი და ნაწრეტი, სადაც რიტუალების სახლში სპორტულ დარბაზებს მოაწყობენ. სოფელ ყელქცეულში კი აღნიშნულ ობიექტში საბავშვო ბაღს განათავსებენ.
სამუშაოები წელს განახლებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება, რისთვისაც მთლიანობაში 39 752 ლარი დაიხარჯება. კერძოდ, ამ მიმართულებით დიდი ხურვალეთისთვის 12 000 ლარი, ნაწრეტისთვის...
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ "შოთაობის" სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში, პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძის მერიამ, "შოთაობის“ ორგანიზებისათვის ტენდერი 27 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა მსურველებისთვის განაცხადების მიღება ხვალიდან, ოთხი სექტემბრიდან დაიწყება და ექვსი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ტენდერი ისევ 20 313 ლარზე გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხის ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება: საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების...
წინა სტატია
ქუთაისის თოჯინების თეატრის გახსნის დრო კვლავ გაურკვეველია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები ისევ შეიცვალა. როგორც თეატრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბაღდავაძე "ნიუპრესთან" საუბარში, აცხადებს, მიზეზი შემსრულებელი კომპანიის არასათანდო მუშაობაა. მისი თქმით, გაურკვეველია, როდის დასრულდება რეაბილიტაცია.
"სამუშაოები გრძელდება, თითქმის დასასრულისკენ მიდის, აპარატურასაც ველოდებით თბილისიდან, მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რა დრო დაგვჭირდება, შეიძლება იყოს ერთი თვე, ანდა მეტი, არ ვიცი, ეგ კომპანიასთან უნდა გაარკვიოთ. მათი...
შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე, ოქროპილაურის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 1 069 800 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 700 გრძ.მ. სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდება რკინაბეტონის 54 მეტრი სიგრძისა და 6.3 მეტრი სიგანის სამმალიანი ხიდი და ხიდდთან მისასვლელი 351 გრძ.მ. ახალი გზის გაყვანა მოხდება.
ბუთურაულის საავტომობილო გზის 2 794 კმ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარასა და ტოლაში შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები მოეწყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა და ღირებულება 34 769 ლარს შეადგენს;
ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ განთიადში.
რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სოფელ განთიადის გზის რეაბილიტაცია 191 000 ლარით არის დაფინანსებული.
სატენდერო ვალდებულებით, სასოფლო გზის მოწყობაზე შპს „მამისონი“ მუშაობს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 7 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
სოფელ განთიადში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა საბავშვო ბაღებში გამოავლინა გარკვეული დარღვევები. ისინი შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა სააგენტოს შესაბამის სამსახურს, რომელმაც განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს შუალედური ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც შესაფასებლად საკრებულოს წარედგინა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
2019 წლის განმავლობაში, სკოლამდელ დაწესებულებები გამოვლინდა შემდეგი ტიპის დარღვევები: აღსაზრდელთა დასწრების ჟურნალში არ ფიქსირდებოდა გაცდენილი დღეები;
ჟურნალში არ ფიქსირდებოდა ჯგუფში მყოფი...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოს თვეში გაიხარჯა სულ 24 780 ლარი კერძოდ:
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 13 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 520 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (4 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი - 400 ლარი;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (6...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































