გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ახალი მოადგილე “რადიო მოზაიკასთან” პირველ კომენტარს აკეთებს და ქალაქისთვის აქტუალურ საკითხებზე საკუთარ შეხედულებებს ასახელებს.
მისი განცხადებით, მერის მოადგილედ დანიშვნის შეთავაზება ამ პოზიციის ვაკანტურად გამოცხადების შემდეგ, კონსტანტინე თავზარაშვილისგან მიიღო, რომელსაც მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობის პერიოდიდან იცნობს.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ პრობლემურ საკითხებს,ივანიშვილის თქმით, გორში გასაკეთებელი ბევრია, თუმცა ძირითადი პრობლემად შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და პარკირების საკითხები მიაჩნია.
“შშმ პირებისთვის ნაკლებადაა ქალაქში ადაპტირებული გარემო. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე უკვე მოეწყო პანდუსები. ასევე ვთვლი, რომ პარკირების საკითხია მოსაწესრიგებელი და როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ქალაქში ეს პრობლემები მალე მოგვარდება. ასე კონკრეტულად, რა პრობლემებია ქალაქში, შეიძლება, ახლა ვერ დაგისახელოთ დეტალურად, თუმცა ვთვლი, რომ გასაკეთებელი მართლაც ბევრია. ჩემის მხრივ, აქტიურად ჩავერთვები იმ პროექტებში, რომლებსაც ახლა ვეცნობი, რაც გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაა დაგეგმილი და ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გპირდებით, მაქსიმალურად დავიხარჯები მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა პაატა ივანიშვილმა.