ფოთში მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება. შენობის გარე და შიდა სივრცეები კი, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. აღნიშნული პროექტის ესკიზების განხილვა გუშინ ფოთის მერიაში გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პარალელურად მდინარე კაპარჭაზე მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის...
წინა სტატია
ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის “ბათუმი რივიერას” პროექტის პრეზენტაციაზე ღონისძიების სტუმრებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.
თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ინვესტიციის ევროპულ წარმომავლობაზე, ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც მისი თქმით, ბათუმის შეუქცევადი და მდგრადი განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. პროექტის პრეზენტაციისას თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას.
"განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ძირითად...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
"თავდაპირველად, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჩვენ არა მხოლოდ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას ვადგენთ, არამედ, პირველ რიგში, ქმედებებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეკითხვას დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
ცქიტიშვილის თქმით, მთავრობამ გარკვეული კომპეტენციები მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა. საუბარია სკოლების რეაბილიტაციასა და მოსწავლეთა სკოლებში ტრანსპორტირებაზე, რომელიც, დელეგირებული უფლებამოსილების სახით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ. "გარდა ამისა, ვზრდით ამ...
წინა სტატია
"მიმდინარეობს საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს ეტაპობრივად დასრულდება. ამის შედეგად თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება", - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები როგორც საჩხერის, ისე ონის მუნიციპალიტეტების მხრიდან...
შემდეგი სტატია
მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ზომის ობიექტების გადაცემა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო კომიტეტებში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ცქიტიშვილის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია უკვე მზად არის და მალე კონკრეტულ ქმედებებზეც გადავლენ.
"ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის, სამინისტროს კოორდინაციითა და ყველა დაინტერესებული მხარის...
წლის დასაწყისში ვთქვით, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით რეგიონებში მიზიდულობის ახალ ცენტრებს შევქმნიდით, - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი - ისტორიული უბნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებაა დაწყებულ და სხვადასხვა ეტაპზეა დუშეთის, თელავის, ასურეთის, მესტიაში ლაღამის უბნის, უშგულის, აბასთუმნის, სტეფანწმინდის, გორის, ველისციხის, ბაკურიანის, ბახმაროსა და სხვა დასახლებების ცენტრალური თუ ისტორიული უბნების...
სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს უკვე მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ მცირე ზომის სკოლების მშენებლობის დაწყება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2020-2021 წლებში ეტაპობრივად 8 400 მოსწავლეზე გათვლილი 63 ახალი სკოლის მშენებლობა და 87 არსებული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდება.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ წელს პირველად მუნიციპალიტეტები სკოლებში 20...
2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 63 ახალი სკოლის მშენებლობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
"განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში 2019 წლიდან დავიწყეთ და გავაგრძელებთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 8 400 მოსწავლეზე გათვლილი 63 ახალი სკოლის მშენებლობა და 87 არსებული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც წელს დავიწყეთ",...
2019 წელს 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დავიწყეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში პროექტების დაგეგმვა და დაფინასება ხდება რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი პირველად საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე.
"გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონში ძალიან მწვავედ დგას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის და მდგომარეობის საკითხი. სწორედ ამის გამო 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის...
საგზაო პროექტებზე 9 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი რაოდენობა მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად გაიზრდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა უწყების საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის უპრეცენდენტო თანხა - 2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
"ეს დაახლოებით, 420 მილიონით მეტია წინა წლის ბიუჯეტზე. 1 სექტემბრის...
„ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ – რა უნდა ვიცოდეთ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში?
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
5 მუნიციპალიტეტში - ჭიათურაში, ტყიბულში, ცაგერში, სურამსა და გარდაბანში - უკვე დასრულდა ადგილობრივი ახალგაზრდული ჯგუფების მიერ განცხადებების მიღება პროექტზე - „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ და ამ პროექტში მონაწილე გუნდებთან შეხვედრებიც დაიწყო.
პროექტის მიზანი შერჩეულ 5 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვაა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია ურბანული განვითარებისათვის. თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ერთი გუნდი. კონკურსში გამარჯვებული იდეა განხორციელდება,...
წყალმომარაგება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, პრიორიტეტად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმაპარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მხრივ არსებობს განსაკუთრებულად პრობლემური რეგიონები, თუმცა ხარვეზები ფიქსირდება ასევე იქ, სადაც წყალმომარაგების ქსელია, რადგან მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.
"არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება. გვაქვს განსაკუთრებულად...
2019-2020 წლებში 2 440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა რჩება. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2 440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა",- განაცხადა მაია...
ზუგდიდში 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილეს 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი.
"საბავშვო ბაღები პროექტის "ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს.
სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































