ცქიტიშვილი: რეგიონებში საბავშვო ბაღების საკითხი მწვავედ დგას, რის გამოც 40-მდე ბაღის პროექტირება-მშენებლობა დავიწყეთ

621

2019 წელს 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დავიწყეთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში პროექტების დაგეგმვა და დაფინასება ხდება რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი პირველად საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე.

“გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონში ძალიან მწვავედ დგას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის და მდგომარეობის საკითხი. სწორედ ამის გამო 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დავიწყეთ 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა. გარდა ამისა, რეგფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტები წელს დაასრულებენ 48 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ დონორებთანაც დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.