ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები.
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს.
სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.