ახალციხეში, სოფელ თისელში არსებულ სამონასტრო კომპლექსში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წლიდან კი კომპლექსის სრული სკანირება მოხდება და რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თისელის სამონასტრო კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააფინანსებს.
"2020 წლიდან დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაობი. პროგრამა სამ წელიწადში დასრულდება“, - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე განმარტებით, 2017 წელს თისელის დარბაზული...
ახალციხის ციხის ფასიან ნაწილში, იქ სადაც ციტადელსა და სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმისკენ მიმავალი გზა იყოფა, ღია შენობის ჭერი წვიმისგან რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ნალესი ჩამოყრილია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხეს დაზიანებული შენობის ჭერის აღდგენისთვის დაახლოებით 500 ლარის დახარჯვა მოუწევს.
„ამ ეტაპზე ციხესიმაგრის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს სამუშაოები, დასრულების შემდეგ დაზიანებულ ჭერსაც შევაკეთებთ“, - გვითხრეს ახალციხის ციხეში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის...
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჟურნალისტებისთის დახურული იყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიტექტორთა ჯგუფმა, რომელიც უკვე მუშაობს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე, თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს. ტენდერში კომპანია "კარკასი" გაიმარჯვა. პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი მუშაობს.
შეხვედრას მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან და ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია - შპს „ენსისი“ გამოავლინა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანების და მწვანე საფარის მოწყობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, სრულად...
წინა სტატია
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფისა და სადგარის რეაბილიტაციის მიზნით ქალაქის მერიამ 21 აგვისტოს 24 186 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცახადა. თუმცა ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ჯორჯიან ტექნოგრუპმა" მიიღო, რომელთანაც ამჟამად ხელშეკრულების გაფორმენბა მიმდინარეობს.
შპს "ჯორჯიან ტექნოგრუპი" დაზიანებული ძეგლის აღდგენას 22 700 ლარად უზრუნველყოფს. კომპანიას სამუშაოები 2 თვეში უნდა ჩაატაროს.
კომპანია ქუთაისში იაშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული. ტენდერების მონიტორის თანახმად, მისი სამუშო გამოცდილება...
ქუთაისის N5 ბაგა-ბაღიდან სამზარეულოს ინვენტარი მოიპარეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს სამზარეულო გაქურდული დახვდათ. წიტაიშვილის თქმით, კარი შემტვრეული არ იყო.
"სავარაუდოდ, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ბაღში მხოლოდ დარაჯი იყო. წაღებულია სამზარეულოს ინვენტარი. ადგილზე სურსათი არ გვქონდა, რადგან სასწავლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა. გამვიძახეთ პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. ", - ამბობს დავით...
რუსთავის მუნიციპალიტეტსა და პროფესიულ კოლეჯ "მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, შეთანხმებას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და "მოდუსის’’ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსთავის მუნიციპალიტეტი და "მოდუსი’’ მხარს უჭერენ პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას. მემორანდუმი გულისხმობს პროფესიულ სტუდენტებისა და...
ეკატერინე ბასილაია
მიუხედავად იმისა, რომ თელავში, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტების უდიდეს ნაწილში, ბიუჯეტის შედგენისას ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის პრაქტიკა დანერგილი არ არის, თელაველი ახალგაზრდების ინიციატივაა, მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის შედგენისას მათი იდეებიც გაითვალისწინოს.
„სამოქალაქო მოძრობის“ ადგილობრივმა ახალგაზრდა აქტივისტებმა სამშაბათს თელავის საკრებულოს ის 6 იდეა წარუდგინეს, რომლის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებასაც ითხოვენ.
როგორც droa.ge-სთან „სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი არჩილ მჭედლიშვილი ამბობს, ახალგაზრდა აქტივისტებმა საკრებულოს...
გორის საინფორმაციო ცენტრმა კვლევა სახელწოდებით - "ადგილობრივი სერვისები გორის მუნიციპალიტეტში - პრაქტიკა, დამოკიდებულება და განწყობები" გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, მუნიციპალური სერვისები გორის მუნიციპალიტეტის მოასახლეობისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა საბაზისო სერვისების ქალაქის მოსახლეობისთვის მიწოდებას მეტ-ნაკლებად ახერხებს, რადიკალურად განსხვავდება მდგომარეობა სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში.
"ადგილობრივი მოსახლეობის ღირესეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სასმელი წყლის მიწოდება, საკანალიზაციო სისტემის გამართულად მუშაობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, რომელიც კვლავ...
წინა სტატია
"ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც დღეს აქციას მართავდნენ, ქუთაისის მერს შეხვდნენ.
კლუბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო ვარჯიშზე გასვლაზე უარს ამბობენ და "ტორპედო“ არსებობის ბოლო წუთებს ითვლის, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებენ, ვიდრე სამართლებლივი დავა იქნება, მანამდე გუნდის გადასარჩენად თანხები მოიძიონ. რაზეც ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი სახსრებით "ტორპედოში“ არსებული პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.
გარდა ამისა, ჭიღვარიას...
თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერს კახა კალაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ხაბეიშვილმა კალაძეს "კორუმპირებული", კალაძემ ხაბეიშვილს კი "გაფარჩაკებული" უწოდა.
ხაბეიშვილის განცხადებით, მას დედაქალაქის მერთან კითხვები ჰქონდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ასევე, მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, თბილისის მერი კომფორტულ ავეჯს ყიდულობს და თავისთვის ოთახებს ირემონტებს.
"153 ათას ლარს თქვენი ოთახის...
თბილისის ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის გრან პრის მფლობელი გახდა. პროექტის დიზაინი ქართულ არქიტექტურულ კომპანია Khmaladze Architects ეკუთნის. ინფორმაციას მარკეტერი ავრცელებს.
საერთაშორისო კონკურსი ArchDaily-ის, Strelka KBStrelka-სა და Strelka Institute for Media-ს ორგანიზებით ტარდება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით, საუკეთესო დიზაინ და არქიტექტურულ პროექტებს ავლენს, რომლებიც თანამედროვე ქალაქის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.
Khmaladze Architects-ის პროექტმა, გრან პრიმდე, კონკურსის რამდენიმე ეტაპი გაიარა – ჯერ რჩეულ 15 მონაწილეს შორის მოხვდა,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხათწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 12.8 მილიონი ლარია.
"სამუშაოები 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას ითვალისწინებს.
ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხათწყაროს...
წინა სტატია
ბათუმში საბავშვო ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები განმარტებებს ითხოვენ. რამდენიმე მათგანი ბაღების გაერთიანებაში იმყოფება. მათი თქმით, ბავშვები თავდაპირველად სიაში იყვნენ, შემდეგ კი სიიდან ამოიღეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„გამოგვრიცხეს უკან, რადგან გვითხრეს, რომ ეს ბაღი არ ეკუთვნის თქვენს უბანსო. არ ვიცი რა გავაკეთოთ, დირექტორს დაველაპარაკები და თუ რამე იქნება შესაძლებლობა, ვთხოვთ, სადმე ჩაგვსვან. სამი ბავშვი მყავს და მათი კერძო ბაღში...
მუნიციპალიტეტების მიერ 640-ზე მეტ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სწავლის დაწყების გადადება საჭირო გახდება 9 სკოლაში - 6 სკოლაში 1 კვირით და 3 სკოლაში 2 კვირით. ამის შესახებ ინფორაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალ სასწავლო წელს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებული ინფრასტრუქტურა ექნებათ.
პრიორიტეტული სკოლებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების სია...
წინა სტატია
„რასაკვირველია, თანხმობის და რაც მთავარია, საკომპენსაციო ღირებულების ბიუჯეტში გადახდის გარეშე ხეებთან დაკავშირებით არაფერი ხდება და არც მოხდება", - განაცხადა ფონდი „ქართუს“ პროგრამების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მისი თქმით, მათ ვინც ხეების ჭრას აპროტესტებს, სჯობს შეისწავლონ, ტყე რომ ნადგურდება და ის გააპროტესტონ.
„რასაკვირველია, თანხმობის და რაც მთავარია, საკომპენსაციო ღირებულების ბიუჯეტში გადახდის გარეშე ხეებთან დაკავშირებით არაფერი ხდება და არ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































