თბილისის ყავის ქარხნის პროექტმა ArchDaily-ის გრან პრი მოიგო

985

თბილისის ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის გრან პრის მფლობელი გახდა. პროექტის დიზაინი ქართულ არქიტექტურულ კომპანია Khmaladze Architects ეკუთნის. ინფორმაციას მარკეტერი ავრცელებს. 

საერთაშორისო კონკურსი ArchDaily-ის, Strelka KBStrelka-სა და Strelka Institute for Media-ს ორგანიზებით ტარდება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით, საუკეთესო დიზაინ და არქიტექტურულ პროექტებს ავლენს, რომლებიც თანამედროვე ქალაქის ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

Khmaladze Architects-ის პროექტმა, გრან პრიმდე, კონკურსის რამდენიმე ეტაპი გაიარა – ჯერ რჩეულ 15 მონაწილეს შორის მოხვდა, შემდეგ კი საუკეთესო სამეულში შევიდა.