წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით დეპარტამენტისთვის მომსახურება არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი 378 328 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. როგორც...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით, ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომელსაც ტენდერში ყველაზე მაღალი ფასი ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო წინადადების პირობებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია. უწყების შეფასებით, აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს. კერძოდ, აუდიტის სამსახურის...
წინა სტატია შემდეგი სტატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტაციების მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, რის გამოც მას 594 816 ლარის ღირებულების სხვა, ახალი სამუშაოების შესრულება მოუწია. ამის შედეგად, სამუშაოები დადგენილ დროში ვერ დასრულდა, ხოლო ხარვეზით შედგენილი პროექტებისათვის დეპარტამენტმა არ უზრუნველყო მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დეპარტამენტის მიერ 2016-2017...
წინა სტატია შემდეგი სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, მიმწოდებელზე გადახდილია ავანსი - 550 829 ლარი, ამასთანავე, არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, გაზრდილია სამუშაოს შესრულების ვადა, რაც კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესების სასარგებლოდ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვისა და საჯარიმო სანქციის თავის არიდების რისკებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, სამუშაოები 2017 წელს ვერ დასრულდა. კერძოდ, საქმე...
წინა სტატია შემდეგი სტატია აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, 2016-2017 წლებში დეპარტამენტი, მხარეებთან შეთანხმებით, დასაბუთების გარეშე, სისტემატურად, არაობიექტური მიზეზებით, ზრდიდა ხელშეკრულებების მოქმედებისა და სამუშაოს დასრულების ვადებს. შესაბამისად, არ აკისრებდა მიმწოდებლებს ხელშეკრულებით გათვალიწინებული სანქციებს, რომლებმაც, ჯამში, 187 958 ლარი შეადგინა. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქობულთის მუნიციპალიტეტში გზის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა დროს მხარეებს...
გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შენობაში და შენობის გარეთ არსებული უფუნქციო ტერიტორიების 15-წლიანი იჯარით გასხვისება სურს. ინფორმაცას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე თეატრმა 5 განცხადება გამოაქვეყნა. იჯარით გადასაცემად შეთავაზებულია: თეატრის სარდაფი - 120 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღრულია 2 800 ლარი; ასევე თეატრის სარდაფი - 58 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღვრულია 1...
გორის მაჟორიტარი დეპუტატი მედიასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ "მოზაიკას" დეპუტატმა მედია ბოიკოტს შესახებ თავად განუცხადა. იოსებ მაკრახიძე ამბობს,რომ მიზეზი რის გამოც,  ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჟურნალისტების მიერ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებაა. მაკრახიძეს ვთხოვეთ რადიო "მოზაიკას" შემთხვევაში, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაესახელებინა, მაგრამ პარლამენტარმა აღნიშნა,რომ ბოიკოტს არა რომელიმე კონკრეტულ მედიას,არამედ მთლიანად ჟურნალისტებს უცხადებს. იოსებ მაკრახიძე იმასაც ამბობს,...
წინა სტატია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული ორანჟერეის, ჯვარედინა სასახლის, ძველი წყლის სისტემისა და გადასასვლელი ხიდის სარეკონსტრუქციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  გამოცემა წერს, რომ ორანჟერეის, ჯვარედინა სასახლის პროექტირებაზე ტენდერი ფონდმა უკვე მეოთხედ გამოაცხადა. მესამე ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. თუ რატომ, ფონდში განმარტავენ, რომ მიზეზით დაინტერესდნენ. "ჩატარდა ბაზრის კვლევა ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე. ერთი მომწოდებელი გამოგვეხმაურა, რომელმაც გაგვიზარდა...
ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსნებმა ავტოპაკი განაახლეს და 2019 წელს გამოშვებული რენოს მარკის 5 ავტომობილში 201 ათასი ლარი გადაიხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  ახალი ავტომობილებით მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრქტურის და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები ისარგებლებენ. ლაგოდეხის მერიის განმარტებით, მოძველებული მანქანების შენახვა ძვირი უჯდებოდათ, რის გამოც ავტოპარკი განაახლეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყის ოთხკლასიან სკოლაში, სასმელი წყლის შეყვანა ახალ სასწავლო წელსაც ვერ მოხერხდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. გამოცემამ ივლისში დაწერა სოფელ შოყის სკოლაში არსებულ პრობლემებზე. – სკოლის არც შენობასა და არც ეზოში არ იყო წყალი. სკოლის დამლაგებელი წყალს სახლიდან ეზიდებოდა. – საპირფარეშო იყო გასამაგრებელი და ერთ ტუალეტს კარიც არ ჰქონდა. – სკოლას არ ჰქონდა ღობე. რა შეიცვალა ახალ სასწავლო წელს? – სოფელ შოყის სკოლას...
ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოსაწყობად, თვითმმართველობა ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 108 242 ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერის ფარგლებში, საპირფარეშოები მოეწყობა წყორძაში, ფერსაში, გიორგიწმინდასა და ანდრიაწმინდაში, საერთო ღირებულებით 54 121 ლარი. მეორე ტენდერის მიხედვით კი, ასეთივე საპირფარეშოები უნდა მოეწყოს ივლიტაში, წყრუთში, სვირსა და აწყურში. თანხის საერთო ოდენობა, ამ შემთხვევაშიც, 54 121 ლარია. სამშენებლო...
აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიებს Kuwait Times, Times და სხვა არაბული გამოცემები ამზადებენ. ჟურნალისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ქუვეითიდან და საუდის არაბეთიდან რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმისა და ქედის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ისინი მტირალას ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს და ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. არაბი ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით წელს პირველად სტუმრობდნენ. "აჭარის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები...
შემდეგი სტატია ავტორი: ანი გუგეშაშვილი შესრულებულ სამუშაოებთან შეუსაბამო 1 800 ათასი ლარი და სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, - ასეთია დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურმა აღნიშნული უწყების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დადო. როგორც ირკვევა, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია სამ წელში ორჯერ ჩაუტარდა, ორჯერვე გზის საპროექტო სამუშაოებიც და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ერთი და იმავე...
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხესთან ახალ ხიდს კომპანია ,,Construction Service" ააშენებს. ამის თაობაზე ხელშეკრულებას 2019 წლის 11 სექტემბერს მოაწერეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მოსამზადებელი სამუშაოები წელსვე დაიწყება, ხოლო ხიდი სახელმწიფოს 2023 წელს ჩაბარდება. ახალი ხიდის აშენებამდე ტურისტები და ადგილობრივი მცხოვრებლები კვლავ ძველი ხიდით ისარგებლებენ. ახალი ხიდი აშენდება დღეს არსებული გადასასვლელის გვერდით. ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება...
ატენში, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის, საპირფარეშოსი და საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ფონდის თანხით, უძველეს მონასტერთან ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის იფრასტრუქტურა მოწესრიგდება. პროექტის ფარგლებში, ავტოპარკინგი ეკლესიის ქვემოთ, დაახლოებით 400 - 500 მ-ის მოშორებით გაკეთდება. იქვე იქნება საპირფარეშო, ხოლო სიონამდე მისვლა ქვეითებს სპეციალურად შექმნილი ბილიკით შეეძლებათ.
ერთი სცენის შესყიდვაში, რომლის სიგრძე-სიგანე 12/10 მ უნდა იყოს, კასპის მერია 88 000 ლარს ხარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ავრცელებს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი. შესყიდვების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მომსახურება ერთჯერადი იქნება. "120 კვ.მ ფართობის სცენა მუნიციპალიტეტს დარჩება. კულტურული ღონისძიებებისთვის გვჭირდება. აქამდე არასდროს გვქონია. საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. ეს იმისათვის, რომ ქირავნობის ღირებულება აღარ გადავიხადოთ" -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ