გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შენობაში და შენობის გარეთ არსებული უფუნქციო ტერიტორიების 15-წლიანი იჯარით გასხვისება სურს. ინფორმაცას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე თეატრმა 5 განცხადება გამოაქვეყნა. იჯარით გადასაცემად შეთავაზებულია: თეატრის სარდაფი – 120 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღრულია 2 800 ლარი; ასევე თეატრის სარდაფი – 58 კვადრატული მეტრი ფართობის, წლიურ საიჯარო თანხად განსაზღვრულია 1 400 ლარი; თეატრის მოქმედი საქვაბის შენობის ნაწილი – წლიური ქირა 1 300 ლარი; თეატრის ეზოში არსებული ყოფილი ავტოფარეხი – როგორც ცნობილია, შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. წლიური ქირა 6 400 ლარია; თეატრის ყოფილი სატრანსფორმატოროს შენობა – წლიური ქირა 1 870 ლარია.
როგორც ცნობილია, თითოეულ შემთხვევაში, მოიჯარემ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ობიექტზე ჩაატაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლომდე.