ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ამბულატორია სოფელ თამარიანის მოსახლეობასთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებსაც მოემსახურება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 91 330 ლარს შეადგენს.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის 38 მილიონიანი პროექტი კვლავ შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამწლიანი მუშაობის შედეგად სამუშაოები სანახევროდ შესრულდა და 15-ის ნაცვლად 6 კილომეტრი მოასფალტდა. კომპანია ბლექსი გრუპში ამბობენ, რომ მიზეზი საგზაო დეპარტამენტში ვიკითხოთ. პროექტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის გურჯაანის მერიაც. https://www.youtube.com/watch?v=lg8dXVWTrZY
ქუთაისში ნიკიტინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვით გახანგრძლივდა. მიზეზი პროექტში შესული ცვლილებებია. შემსრულებელმა ამხანაგობამ "ფარაონი და კომპანია" მერიას პროექტის კორექტირებით მიმართა. ინფორმაციას ქნიუპრესი ავრცელებს. ამხანაგობამ 279 000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია "ფარაონი" ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი სპარტაკ ქემოკლიძე განმარტავს, რომ მუშაობის დროს დამატებითი სამუშაოები გამოჩნდა. "მერიას მივმართეთ პროექტში ცვლილებების მოთხოვნით, რადგან რუსთაველის ხიდთან ფერდობის მოჭრის დროს გაზის მილები შეგვხვდა. ეს მილები...
ქობულეთის სანაპიროზე  2 840 კვ.მ ფართობზე ბულვარი მოეწყობა. ზღვისპირა პარკის მოსაწყობად სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  მიმდინარე წელს დაგეგმილია სამუშაოების I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება მდინარე აჭყვადან 850 მ მონაკვეთზე ბულვარის მოწყობა. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ქვეითთა სავალი ნაწილები, დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა მწვანე საფარი. ტერიტორიაზე დაგეგმილია დეკორატიული ხე მცენარეების გაშენება, შეიცვლება განათების სისტემა, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები,...
000 ათასი წლით ადრე, სანამ ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრებმა ყურძენი ღვინოდ აქციეს, - ასე იწყებს "სიენენი" სტატიას. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ მდიდარი ფანტაზიის მქონე ქვის ხანის საპიენსების წყალობით ვტკბებით ბუღულედან „გამეთი“, ტოსკანიდან „კიანტით“, ნავაროდან „რიოხათი“ და საფრანგეთიდან ახალ ზელანდიამდე ნებისმიერი ვენახიდან „კაბერნე სოვინიონით. ზემოთქმულის მიუხედავად, ღვინის სამშობლოში არსებული ფუძისმიერი ჯიშები დღემდე უცნობი იყო დასავლელი ღვინის მოყვარულებისთვის. დღეს ქართული...
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N39ა-ს მიმდებარედ 3 400 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბორდიური. ამ ეტაპზე ფილების დაგება მიმდინარეობს. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და კაუჩუკის მოედანი, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან, ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და...
წინა სტატია ლაგოდეხის სოფელ აფენში შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნებიდან” 27 წლის ომარ შველიძე იყრის კენჭს. კანდიდატი მოსახლეობას საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარუდგინა. ინფორმაცრციას კახეთის ხმა ავრცელებს. ლაგოდეხის მე-15 ოლქის ოთხ უბანზე, საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. საკრებულოს წევრის მანდატის მოსაპოვებლად ჯერჯერობით სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. რეგისტრაციის ვადა 29 სექტემბრის 18 საათზე ამოიწურება. ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ...
დღეს სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის...
video
TV4 „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” - ამ სახელწოდებით რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ - "საქართველოს მედია კლუბმა" ჩაატარა. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმირებაზე, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და  ადგილობრივი თვითმართველობებისა და მედიის თანამშრომლობის ფორმების შესახებ. ტრენინგი, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და...
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სამსახურმა ის ისტორიული ძეგლები აღრიცხა, რომლებიც განადგურების პირასაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხუთ დაცლილ დასახლებაში არსებული ობიექტები კონსერვაციას საჭიროებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომში, სოფელ წინუბნის ნაეკლესიარი - 'ხასტაგძუარი“, ვარდევანის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ნაეკლესიარი, ღინტურის ღვთისმშობელის სახელობის ეკლესია და მის სამხრეთით არსებული ნასოფლარი დიდი თონეთი, ასევე „სახდელის ჯვრის“ ეკლესია და „ძველი სასაფლაოს ეკლესია“ მიუდგომელ ადგილებში მდებარეობს. ძეგლები შუა საუკუნეებს...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებებისთვის 24 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ამ თანხით სცენა უნდა მოეწყოს და გახმოვანებისა და განათების აპარატურა დამონტაჟდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ბორჯომსა და ბაკურიანში 30 დეკემბერს უნდა მოეწყოს. სექტემბერში ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადებას, ბორჯომის მერიაში ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირებენ. მათი მქმით, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის აპარატურისა და სცენის მომსახურების შესყიდვა...
მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხზე რუსთავის მერიაში ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც საქართველოს მედია-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, აგრეთვე, რეგიონში მოქმედი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. ტრენინგზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი...
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, სასმელი წყლის სისტემის ორ კილომეტრზე მეტი, ახალი მილებით შეიცვალა, თუმცა იგი ჯერ საფილტრ სადგურთან, რომელიც მოსახლეობას სუფთა წყალს მიაწვდის, არ დაუერთებიათ. ინფორმაციას სამხფრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, ახალი მილებით სასმელი წყლის სათავე-ნაგებობიდან, საფილტრ სადგურამდე მონაკვეთი დაიქსელა. "როდესაც საფილტრი სადგური გაკეთდა და ჩავრთეთ, წყალმა გაჟონა - ზუსტად იმიტომ, რომ ძველი იყო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ყაზბეგში ზღვის დონიდან 2 940 მ სიმაღლეზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სადგური მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას უზრუნველყოფს. 'მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის...
მცხეთაში თვითმმართველობის მოხელეებმა და მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეღოთ ცოდნა, თუ როგორ უნდა შედგეს მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. ტრენინგის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და...
წინა სტატია დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე გათვალისწინებული ასიგნები 13 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის ცვლილებების თაობაზე პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა. "დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტისთვის რესურსების განაწილება მათ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის. ამ მიმართულებით გათვალისწინებული ასიგნებები იზრდება 13 მლნ ლარით და ჯამურად ამ პროგრამის ფარგლებში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ