TV4
„ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” – ამ სახელწოდებით რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ – “საქართველოს მედია კლუბმა” ჩაატარა. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმირებაზე, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმართველობებისა და მედიის თანამშრომლობის ფორმების შესახებ.
ტრენინგი, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ჩატარდა.