ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გავა განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები. განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, ერთ–ერთი ცვლილება სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილ ტურიზმის ააიპ–ის 13 000 ლარით დაფინანსებას ეხება. ახალი ცვლილებები მიუღებელია დეპუტატების ნაწილისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის თქმით, ახლადშექმნილ ააიპ–ს „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“(DMO) რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს იგივე რაოდენობით. „ვიდრე ეს ააიპ–ი გრანტებს მოიპოვებს და საკუთრი თავის დაფინანსებას შეძლებს, მუნიციპალიტეტები დააფინასებენ“, –განაცხადა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ. გარდა...
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 25 სექტემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ. „პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის...
საქართველოში კოლხური ჰაბიტატების და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ბუნების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო გაერთიანების (ICUN) ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ ქართულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა. როგორც იური ნოზაძემ აღინიშნა,...
ფოთში დღეს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მლნ დოლარით დაფინანსდა. „პეის ტერმინალსის“ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილას ფოთში, სიმბოლურ კაფსულას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „ოპიკის“ მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, „პეის ტერმინალსის“...
წინა სტატია „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა. ლეღვთახევში...
დღეიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება. მათგან გასხვავებით, მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ B კატეგორიის ტაქსის...
პირველად ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება,- ამის შესახებ აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი თქმით, პირველად თავისი არსებობის მანძილზე ბულვარს ექნება განაშენიანების გეგმა, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს იქ არსებულ მდგომარეობას. „ხელი მოვაწერეთ ბულვარის განვითარების გეგმას. ბულვარი არის ბათუმისთვის ნამდვილად სავიზიტო ბარათი და პირველად ისტორიაში, ამ ძალიან მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ექნება განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს გეგმა მიზნად...
ქალაქ გორის მასშტაბით 102 ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა, - ამის შესახებ გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანაშვილმა განმარტა, სერვისის ამოქმედების შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელები მოსახლეობაში ინფორმაციას საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით გაავრცელებენ და ყველა იმ კითხვას გასცემენ პასუხს, რომელიც მოქალაქეს გაუჩნდება. “ქალაქის მასშტაბით 102 ადგილზე მოეწყობა საპარკინგე ადგილები. ამ დღეებში ჩავრთავთ ჩვენ პირველ ბანკს,...
video
გურჯაანში ყველაწმინდის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტებს კახურ ჩურჩხელას და ტრადიციული წესით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ცენტრის მენეჯერი რუსუდან ამისულაშვილი განმარტავს, რომ 10 დღეა ცენტრმა და მცირე კაფემ მუშაობა დაიწყო, თუმცა ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან. "10 დღეა რაც მუშაობა დავიწყეთ და უკვე ბევრი ტურისტი გვაკითხავს. მოდიან ინგლისელები, პოლონელები, უკრაინელები და გემანელები. ტურისტული სეზონი წინ...
ქალაქ ბორჯომში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, აღნიშნულ რიცხვს წლის ბოლომდე კიდევ 5 შეემატება. მათივე ცნობით, სპორტული მოედნები უკვე მოეწყო:ბორჯომში - "მთის ხეობის“ მიმდებარედ, სოფელ ჩითახევში, სოფელ ტიმოთესუბანში, სოფელ ბეშეთში, სოფელ კორტანეთში, სოფელ ტაძრისში, დაბა წაღვერში და სოფლებში-დვირსა და ყვიბისში კი მოედნები სკოლის მიმდებარედ მოეწყო. ამასთან, სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე ახალი მოედნები შეემატება...
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სხვადასხვა ჯგუფის 15 აღსაზრდელი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედინიუსს" მარტვილის მერიაში დაუდასტურეს. მარტვილის მერიის ინფორმაციით, ყველა მათგანი მარტვილის საავადმყოფოში გულისრევისა და ფაღარათის ჩივილით გადაიყვანეს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
მთაწმინდაზე, აბაკელიას ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა. მთაწმინდის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად აღდგა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებული სადარბაზოს ისტორიული კიბე და მოაჯირი, გარდა ამისა, დაიგო გრანიტის ფილები, შეიღება კედლები და ჭერი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესასვლელ კარს. პროექტი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით” განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 24 419 ათასი ლარი დაიხარჯა.
დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფრმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ორი გასართობი მოედანი და ატრაქციონები მოეწყო, სულ 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. გარდა ამისა, სკვერში საფეხმავლო ბილიკი, ლამპიონები და სკამები გაკეთდა. ტერიტორია კი ხის ღობით შემოისაზღვრა. "რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია....
წინა სტატია ავტორი ეკატერინე ბასილაია დუშეთის მუნიციპალიტეტში  სამშენებლო ნებართვების გაცემაზე დიდი განუკითხაობა გრძელდება და დუშეთის მერია დღემდე თავს არიდებს, გამოასწოროს ამ განუკითხაობის უმთავრესი საკანონმდებლო მიზეზი - დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ დუშეთის გენგეგმის შესაქმნელად ტენდერი ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, გამარჯვებული კომპანიაც მან გამოავლინა და ხელშეკრულებაც მანვე გაუფორმა, დღეს ეს დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის გასასწორებელია,...
ბიუჯეტში არის უამრავი მუხლი, რომელიც მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება. მთავრობის მეთაურმა მაგალითისთვის დაასახელა თბილისის მერია, რომელიც, მისი შეფასებით, საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს. "ძალიან საინტერესო და კარგი პროექტები აქვს თბილისის მერიას, რომელმაც შეძლო და მთავრობას დაუმტკიცა ამ პროექტების აუცილებლობა და ჩვენ თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ