დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს

677

დღეიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.

მათგან გასხვავებით, მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ B კატეგორიის ტაქსის მძღოლები.

მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.