გურჯაანში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

605

გურჯაანში ყველაწმინდის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტებს კახურ ჩურჩხელას და ტრადიციული წესით დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ცენტრის მენეჯერი რუსუდან ამისულაშვილი განმარტავს, რომ 10 დღეა ცენტრმა და მცირე კაფემ მუშაობა დაიწყო, თუმცა ტურისტების სიმცირეს არ უჩივიან.

“10 დღეა რაც მუშაობა დავიწყეთ და უკვე ბევრი ტურისტი გვაკითხავს. მოდიან ინგლისელები, პოლონელები, უკრაინელები და გემანელები. ტურისტული სეზონი წინ არის და იმედი გვაქვს ბევრი ვიზიტორი გვეწვევა. ჩვენი ვიზიტორთა ცენტრიდან ლამაზი ხედები იშლება, სადაც მთლიანი მუნიციპალიტეტი ჩანს. ეს ძალიან მოსწონთ ტურისტებს. გვაქვს გარკვეული სახის პრობლემებიც, მაგრამ იმედი გვაქვს გამოსწორდება”,- განაცხადა რუსუდან ამისულაშვილმა.