დღეიდან მიმოქცევაში განახლებული ათლარიანები გამოვა

454

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გავა განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.