პრემიერი: თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით დავეხმარებით

641

ბიუჯეტში არის უამრავი მუხლი, რომელიც მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.

მთავრობის მეთაურმა მაგალითისთვის დაასახელა თბილისის მერია, რომელიც, მისი შეფასებით, საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს.

“ძალიან საინტერესო და კარგი პროექტები აქვს თბილისის მერიას, რომელმაც შეძლო და მთავრობას დაუმტკიცა ამ პროექტების აუცილებლობა და ჩვენ თბილისის მერიას დამატებით 100 მილიონი ლარით დავეხმარებით, რათა ქალაქი გახდეს როგორც ტურისტულად უფრო მიმზიდველი, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.