ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის მშენებლობა მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა.
პროექტის ღირებულება 575 705 ლარს შეადგენს.
მარნეულის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 404 321 ლარს დახარჯავს.
მერია საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვას გამარტივებული წესით გეგმავს, რომლისთვისაც 70 800 ლარი აქვს გამოყოფილი.
როგორც მერიაში განაცხადეს, 7 დეკემბერს ელექტრონული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რომლის მიხედვითაც მერია საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას გეგმავდა. ვინაიდან ნაძვის ხის შესაძენად ახალი ტენდერის გამოცხადება დიდ დროსთანაა დაკავშირებული, მერია მის შეძენას გამარტივებული წესით აპირებს.
საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მარნეულში...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აბასთუმანში კორუფციის რისკებთან არის დაკავშირებული. Droa.ge კვლევას უცვლელად გთავაზობთ.
"ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ "აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში" და ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის. "Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს...
ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო. გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი...
მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი დაახლოებით ერთი თვეა, რაც განახლდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
პროექტი ოთხ ეტაპად ჩატარდება. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და რეზერვუარები. დამატებით მოეწყობა წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კოპმანიის დირექტორის მოადგილის გუგა კაკაბაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, არის ადგილები,...
პროექტის „მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვა საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ენერგოეფექტური ღუმელები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ...
რუსთაველის #95-ში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ზუგდიდის თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ქონების საწყისი ღირებულება 3 მილიონი ლარია. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების მომავალმა მფლობელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტი უნდა წარუდგინოს. ამასთან, 3 წლის ვადაში მისი ექსპლუატაციაში მიღება უნდა...
ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ვალბრჟიხს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და ქალაქ ვალბრჟიხის მერმა რომან შზელემეიმ მოაწერეს.
მემორანდუმში ნათქვამია, რომ "ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ვალბრჟიხს საერთო ევროპული ღირებულებები, ქვანახშირის ინდუსტრიულ მრეწველობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, თვალწარმტაცი მთიანი ბუნება და დიდი ტურისტული პოტენციალი აერთიანებს. სწორედ ეს მსგავსებები შეიძლება იქცეს ამ ორი ქალაქის სასარგებლო თანამშრომლობის და მრავალმხრივ...
ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. გამგებელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა.
"ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე 2022 წელს 11 335 700 ლარი იყო გათვალისწინებული. მოეწყო და გამწვანდა 11 დასასვენებელი სივრცე (მათ შორის 8 სრულიად ახალი), 3 მისამართზე კი, სკვერები რეაბილიტირდა.
განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამა - ვაჟა-ფშაველას II კვარტლის...
ქუთაისში ხახანაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიტოვებულია. ინფორმაციას "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს.
ერთ თვეზე მეტია, ქუჩაზე ფილები აყრილია, რის გამოც, როგორც მანქანებისთვის, ასევე ქვეითებისთვისაც გაადადგილება დისკომფორტს ქმნის.
"ხახანაშვილის ქუჩაზე სამუშაოები 1 ოქტომბრიდან დავიწყეთ და 20 ნოემბრამდე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ფილები რომ ავყარეთ, პრობლემა შეგვექმნა კომუნიკაციებთან დაკავშირებით და გავჩერდით. ეს ყველაფერი უნდა გამოესწორებინა მერიას. მივწერეთ, მაგრამ არც პასუხი მოგვწერა და არც ხარვეზები გამოასწორა", - ამბობს ხახანაშვილის...
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია....
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სოფელში კოტეჯის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურების შესასყიდად უწყებამ 2 ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, მერეთში, კარალეთში, ბერბუკსა და გორში ხის კოტეჯები მოეწყობა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის 225 640 ლარი გაითვალისწინა.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული.
სურსათის განვითარების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.
"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავდა: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის...
ხელვაჩაურის სოფელ ერგეში გზის სარებილიტაციო სამუშაობი მიმდინაორებს. ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, ბეტონისა და გაბიონის საყრდენი კედლები.
პროექტის ღირებულება 928 ათას 988 ლარია.
ხულოში მცხოვრები მარტოხელა მშობლები მომავალი წლიდან ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე ახალი სოციალური პროგრამით 13 ასეთი ოჯახი ისარგებლებს. ამის გარდა იანვრიდან დამატებით კიდევ ორი ახალი პროგრამა ამოქმედდება.
ადგილობრივებს ხულოს მერია ოპერაციებს დაუფინანსებს, ასევე, ნაწილობრივ დაფარავს შშმ ბავშვების თერაპიის კურსის ღირებულებასაც. წელს კი სოციალური მიმართულებით განხორციელდა 12 ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ოჯახს დაუფინანსდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამით ...
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო. საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის შესაბამისი სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა.
პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































