გორის მერიამ 4 სოფელში კოტეჯის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

280

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 სოფელში კოტეჯის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურების შესასყიდად უწყებამ 2 ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, მერეთში, კარალეთში, ბერბუკსა და გორში ხის კოტეჯები მოეწყობა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის 225 640 ლარი გაითვალისწინა.

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.