ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 534 000 ლარს შეადგენს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "მეკა" ასრულებს.
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/posts/pfbid02DP832j1Fu5drXe2ayxhKbV7fGLtJRM7D2JXZMWyg2dawNkWQ6273ii8fxsw1WbhKl
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N191-თან არსებული შესახვევის ბოლო მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 90 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო და ბეტონის გზა დაიგო. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
"აღნიშნულ მისამართზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. გასულ წელს...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2023 წელს 535 549 400 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა. იგი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე რესპუბლიკური ბიუჯეტში გათვალისწინებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.
მინისტრის თქმით, რეგიონის ბიუჯეტში პრიორიტეტია სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ამასთან განათლება და ტურიზმის მიმართულება. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დაფინანსება იზრდება.
ფუტკარაძის ინფორმაციით,...
საჩხერის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია, კვერეთის აღკვეთილი დაარსდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა, ზემო იმერეთში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. კვერეთის აღკვეთილი ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ფართობზე დაარსდება.
"კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი...
გარდაბანში სოფელ კუმისის, ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურისა და მუხრან-თელეთის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდება აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც 7000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროექტის სრული ღირებულება 9 389 261 ლარია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმზომი კვანძის მოწყობა. ასევე, აქტიურ ფაზაშია...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.
ახალი სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობით ახორციელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის დასაწყისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარია.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 7 დეკემბერს ამ პოსტზე ნატა რუაძე დაინიშნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლეებს.
ნატა რუაძემ დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო შემდგომ მაგისტრატურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. არის სამართლის მაგისტრი.
2015 – 2018 წლებში მუშაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროს სპეციალისტად. 2018 – 2022 წლებში იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის...
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. პროექტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილია 355 მილიონი ლარი და ჯამური ასიგნება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამატებული თანხიდან:200 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად, აუცილებელია ახალი...
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, იზრდება 52,2 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროსთვის დამატებული თანხიდან: 30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის; 32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის. 2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა; 2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის...
საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.
მისი თქმით, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები არ შეცვლილა და თითოეული მათგანი 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 79,7 მლრდ ლარს შეადგენს.
„მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა...
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონიტორინგის მიზნით, ქალაქის მერი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩებზე, ასევე მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე...
2022 წელი საკმაოდ უხვი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებით, აქ იგულისხმება როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები, ისე ყველა იმ ფონდის პროექტი, რომელიც სამინისტროს ეგიდის ქვეშ არის მოქცეული, -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს სახელმწიფო...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობას აგრძელებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად, სააგენტომ ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო.
„მიუხედავად, იმისა რომ დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო....
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მარნეული-თბილისის მიმართულებით საღამოს 9 საათამდე უნდა გაგრძელდეს“ - ამ მოთხოვნით სოციალურ ქსელში ონლაინ პეტიცია ვრცელდება. მარნეულელი გულგუნ მამედხანლის განმარტებით, ონლაინ პეტიციის მთავარი მიზანი ადგილობრივ თვითმართველობამდე პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიტანა და მოგვარების გზების გამონახვაა.
"ძვირფასო სტუდენტებო, ვიცით, რომ მარნეული-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მარშრუტები და მიკროავტობუსები) 7 საათამდე მუშაობენ. ეს ართულებს ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მყოფი სტუდენტებს 7 საათის შემდეგ...
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 84 ხმით (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც, მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვა, რომლის მიხედვით, საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება, პოლიტიკური დებატების ფონზე წარიმართა.
საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით საკრებულოების დასუსტება ხდება. ოპოზიციის აზრით,...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 17,6%-ით (3, 882 მილიონი ლარი) მეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას, მათ შორის, ორი ახალი ოფისის მშენებლობას ქუთაისსა და თელავში.
„ასევე - ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს, ტექნიკური მომსახურების ხარჯს, სამსახურების სხვადასხვა სახის ტექნიკით უზრუნველყოფას. გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































