გოში მიწისქვეშა გადასასვლელში ფოტოგრაფთა ნამუშევრები გამოიფინა

942

გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავა და ერთ-ერთ კედელზე კლუბის წევრების ნამუშევრები გააკრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კლუბის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი საპროტესტო და სამაგილითო აქტი, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ ქალაქის სისუფთავესა და გალამაზებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.

“ჩვენ ვიკრიბებით და ვგეგმავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი დაგვესუფთავებინა. ჩამოგვეხსნა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები და იქ ჩვენი ნამუშევრები გაგვეკრა. ჩვენ ვცადეთ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქალაქზე ზრუნვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. იგივე, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქალაქის იერსახისთვის. ჩვენ ამ ფოტოებს გარკვეული პერიოდის მერე თავადვე ჩამოვხსნით. გარდა ამისა, ამით ჩენ სხვა შემოქმედებსც მივეცით მაგალითი, თუ როგორ მარტივად შეუძლიათ საკუთარი შემოქმედება ქალაქის გამრვალფეროვნებისთვის გამოიყენონ”, – თქვა დემე თინიკაშვილმა.