17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული მესხიშვილის დრამატულ თეატრში გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით “რევიზორი” გაიხსენება. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.
კვირეულის ფარგლებში, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.
კვირეულში მონაწილეობენ:
18 აპრილი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – “უსახელო ვარკსვლავი”.
19 აპრილი – მოძრაობის თეატრი – “პარფიუმერი”
21 აპრილი – ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – “მკვდარი ქალაქები”
23 აპრილი – მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – “მეფე ლირი”.