წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

689

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ. გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ღირებულება – 985000 ლარია.

„პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი – ჟონეთის მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო სკოლას,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა.

სამუშაოების საწყისი ეტაპი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა და საკრებულოს თავმჯომარის მოადგილემ დაათვალიერეს.