ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძესთან ერთად, ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი, რომლისთვისაც დამატებითი კომპიუტერების გადაცემა ითხოვეს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, მერთან შეხვედრისას.
კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვა ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკების მოდერნიზებას და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას.